[19] უცნაურობები

1.4K 187 50
                                    

მენატრებით ხალხო:( სორი რო გალოდინეთ://

________________________________

დილა მშვიდად იწყება, წინა დღის ქაოსი თითქოს მთლიანად ჩაწყნარდა და სახლში ჰარმონიას დაესადგურებინა. თუმცა სიმშვიდე სამუდამოდ არასდროს გრძელდება ასე არაა?

"ჯონგუკ, მეხსიერების ბარათზე ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინეთ, რაც გამოგვადგება, თუმცა საშინლად არმოგეწონება" ოხრავს ნამჯუნი და მისაღებში ბიჭის გვერდით ეშვება.

ლიდერიც ხმადაბალ ოხვრას უშვებს და ხელებს გამოსაფხიზლებლად ისვამს სახეზე.

"ის ნაბიჭვარი მთელი საუკუნეა დაგვდევს, რაღაც სხვა ახსნაც უნდა ჰქონდეს ამას. მხოლოდ იმიტომ, რომ ვუღალატეთ, მთელს თავის ძალებს ჩვენს ძებნაში არ დახარჯავდა.. იქნებ რაიმე ისეთი მოვპარეთ წამოსვლისას, რაც მნიშვნელოვანი იყო? იქნებ რაღაცის ეშინია?"

"მისი არ ვიცი, მაგრამ ხანდახან შენი გონება მაშინებს ნამჯუნ" გადაღლილ სიცილს უშვებს ლიდერი "ჯანდაბა დამღალა ამ ყველაფერმა.. "

"გუკ, ხომ იცი, რომ ყველაფერს ვუკვირდები და არაფერს ვამბობ? საუკუნეზე მეტია მიცნობ.. იუნგის ვამპირებთან სერიოზული პრობლემა რომ ჰქონდა თავიდანვე მივხვდი, ძალიან ცდილობს უდარდელი ხასიათით დამალოს ყველაფერი, მაგრამ არ გამოსდის. მისი შიშის სუნი მთელს სახლში ტრიალებდა პირველივე დღიდან გუკ.."

"რატომ არ მითხარი?"

"კარგად იცი, რომ ჩემი ნიჭის დემონსტრირება არმიყვარს, მგონია ამით დაეყევლილი ვარ ვიდრე დასაჩუქრებული, ხვდები მაინც რა საშინელებაა როცა სხვების ემოციებს გრძნობ? მით უმეტეს, რომ სურნელებად ვგრძნობ თითოეულს?"

"შიშს რიგორი სურნელი აქვს?"

"შიშს შიშის სურნელი აქვს ჯონგუკ. და დამიჯერე, არც კი გინდა იცოდე ეს როგორია, შენი ძალა მილიონჯერ მირჩევნია ჩემსას.."

Bangtan ordenWhere stories live. Discover now