[5] დაახლოება

1.8K 199 46
                                    

მჰმმ.. კომენტარებს ვაფასებ
Just saying :ddd

_______________________

"მოვიწყინე" წუწუნებს თეჰიონი და ბოლო ორი წუთის განმავლობაში უკვე მეათედ ურტყამს წიხლს დივნის ბოლოში განთავსსბულ ჯონგუკს.

"გეფიცები (აქ გეი დავწერე შემთხვევით, მერე გაიჭედა და დაკრეჭილი სმაილი დაიწერა და იყო ასე და მეც ვხარხარებდი ასე.. კაი ხო..) წითურო, თუ არ გაჩერდები ფეხებს მოგაძრობ და უკანალში გაგირჭობ!" იღრინება და ბიჭის ფეხებს მაგრად იჭერს ხელებით, რათა მეტჯერ გაქნევა ვეღარ შეძლოს "ანდაც სულ სხვა რამეს გაგირჭობ, მაგრამ დამერწმუნე, ფეხებს ვერც ერთ შემთხვევაში ვეღარ იგრძნობ" სახეზე ეშმაკურ ღიმილს იკრავს და თეჰიონი სწრაფად ინაცვლებს ჯდომით პოზიციაში.

"თეჰიონ რა მოხდა?" ბიჭის შეშფოთებული სახის დანახვისას ჯინი ნერვიულობას იწყებს "ყველაფერი რიგზეა? ხომ გითხარი, ამიერიდან ჩემი შვილი ხარ, შეგიძლია მითხრა" თბილ ღიმილს იკრავს და თეჰიონის სწრაფად უქნევს თავს.

"ჯონგუკი მემუქრება!" ბუზღუნებს და ხელებს საკუთარ ფეხებზე იხვევს "უბრალოდ ვუთხარი, რომ მოვიწყინე, ის კი მემუქრება"

"ჯონგუკ?" გამომცდელი ხმით კითხულობს ჯინი და თე ზუსტად წამით წყვეტს თავის მოსაწყლებას, რათა ჯონგუკის სახე ნახოს და ბოროტულად ეღიმება როცა ვამპირი თვალებს უბრიალებს.

"გუკ, შეეშვი ბავშვის დაშინებას და რამით გაართე" ხელს იქნევს ჯინი

მგონი ნელ-ნელა მიყვარდება აქაურობა! - გაიფიქრა თეჰიონმა და პატარა ღიმილი თავის გრძელმკლავიან მაისურში ჩამალა.

"ის ბავშვი არ არის! და არც შეშინებულია, უბრალოდ თვალთმაქცობს!" იღრინება ბიჭი თუმცა ოხვრით დგება როცა ჯინისგან კიდევ ერთ თვალების ბრიალს იღებს პასუხად.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now