[7] ტყვე

1.9K 217 33
                                    

ახალი არაა რაღაც ჩავასწორე. სორით:დდ 

heyo motherfuckers^^

______________________
ყველაფერი ზედმეტად მალე ხდება.

ხმის ამოღებას ვერც ერთი ბედავს, უბრალოდ იმ მანქანაში სხდებიან, რომელიც ჯინს ჰყავდა დაყენებული ქუჩის ბოლოში და ორდენის სახლისკენ სიჩუმეში მიდიან.

შიგნით შესულებიც ყველანი მძიმედ ეშვებიან დივნებზე.

"კარგი, ახლა საქმის გაანალიზება დავიწყოთ" ამბობს ნამჯუნი და ყველა თავს უქნევს. "მოდი ფაქტებს მივყვეთ და-"

"რატომ მიყვიროდი სასმენ აპარატში, რომ მის თვალებში არ ჩამეხედა? და ასე გიჟივით რატომ შემოვარდი ჩიხში? თვალები რატომ აუხვიე?" კითხვებით ბომბავს თეჰიონს ჯონგუკი, თუმცა პასუხად მხოლოდ ერთ რამეს იღებს.

"წადი შენი ჯონგუკ" იღრინება თეჰიონი რაზეც შუგა და ჯექსონი ხმადაბლა ხითხითებენ

"რაღაც ძალა ჰქონდა. იმ ტიპს თვალებით მანიპულირება შეეძლო. ერთს გეტყოდა და ჰოპ! მისი მონა იქნებოდი" უხსნის შუგა რაზეც ჯონგუკი თვალებს ატრიალებს

"ეგ ყველა ვამპირს შეუძლია და ეგ რაღაც მხოლოდ ადამიანებზე მოქმედებს"

"იმ სისულელე ჰიპნოზებზე არ ვლაპარაკობთ რომელიც ხან მუშაობს და ხან არა ჯონგუკ! დამერწმუნე ბევრ ვამპირს უცდია ეს ჩემზე!" იღრინება თეჰიონი "იმ დედააფეთქებულს თვალები ოქროსფრად ენთებოდა და ნებისმიერი რამის ბრძანება შეეძლო, თუნდაც ვამპირისთვის! ჯექსონი ვამპირი არაა? მასაც სწორედ ასე აიძულა უკან გაჰყოლოდა! მხოლოდ ერთი 'წამოდი' ჩაიჩურჩულა და ისიც ლეკვივით გაჰყვა!" ხელები ჰაერში გაიქნია თეჰიონმა და მის სიტყვებზე ყველა დაიძაბა "შენ კი ჯიუტად შეხედე თვალებში, როცა გთხოვე, რომ ეს არ გაგეკეთებინა! ვიცი რომ მითითებები არ გიყვარს, ეს ბევრჯერ დაამტკიცე! მაგრამ მე არ მიმითითებია ჯონგუკ, გთხოვე! გესმის?! შენ კი როგორც ბოლო დონის ყეყეჩი, ადექი და ზუსტად თვალებში ჩააშტერდი. მას შეეძლო ეთქვა ერთი უბრალო 'მოკვდი' და შენც ჩაძაღლდებოდი, გაიგე?!" ყვირის წითური და დაბლა დავარნილ ბალიშს პირდაპირ გაოცებულ ვამპირს უქანებს სახეში.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now