[45] ნუთუ ყველაფერი დასრულდა?

1.4K 155 178
                                    


ანუ კი გალოდინეთ, მაგრამ მუზასთანაც მქონდა პრობლემები, ინტერნეტთანაც, ვათპადთანაც და უნისთანაც;დდდ სოუ..

ენივეის, მომენატრეთ! იმედია ისიამოვნებთ ახალი თავით.

________________________

"მინჰო... აქ რა ჯანდაბას აკეთებ?" ჯონგუკის ხმა დერეფნის კედლებს ედება და უცნაურად იწელება.

"თავად მთხოვე, რომ პოლიციაში მემუშავა, ჯონგუკ. აქ სხვა მაქციებიც არიან სხვადასხვა დასახლებებიდან, ვცდილობთ ჩვენნაირებზე ზედმეტი არ გავაგებინოთ და ერთმანეთს დავეხმაროთ."

ლიდერი ნელა უქნევს თავს და გაღებულ კარებში გადის.

"და ახლა რა? ნარკოლოგიურში ან ფსიქიატრულში გაგვგზავნი?" ირონიულად ამოთქვამს და მინჰო თვალებს ატრიალებს.

"ახლა სახლში გაგგზავნი შე გამოთაყვ-"

"მე კი ჯოჯოხეთში გაგგზავნი." სწრაფად ეჩრება თეჰიონი.

ჯონგუკი ოხვრასთან ერთად ხმადაბალ სიცილს უშვებს და მეწყვილეს თავისკენ ექაჩება, მერე კი სხეულზე იკრავს.

"ყურადღებას ნუ მიაქცევ, დღეს ცოტა აგრესიულია."

წითური ძლიერად ხვევს ვამპირის წელს ხელს და ლოყას მხარზე აჭერს, მისი შავი თვალების შემზარავი ბრიალით კი მინჰო ნამდვილად ხვდება მის სათქმელს.

"წავიდეთ?" ნამჯუნიც წინ იწევა და თავით დანარჩენებზე ანიშნებს.

ლიდერი ნელა ტრიალდება, ერთმანეთზე მიყრდნობილ, გადაღლილ წყვილებს თბილ მზერას ავლებს და ნელა იქნევს თავს.

"სახლში წავიდეთ, მეგობრებო." მისი ხმა იმდენად ტკბილია, რომ თვალები ყველას უფართოვდება, თუმცაღა მაინც ეკრობათ სახეზე ღიმილი.

"თეთე?" უცნობი მამაკაცის ხმა აღწევს მათ ყურამდე და ყველას სხეული ეძაბება. ახლა რაღა?

უეცრად წითურის სხეული ჯონგუკის მკლავებს მთლიანას შორდება და უცნობზე აკრული რჩება. ხანში შესული მამაკაცი ძლიერად ეჭიდება თეჰიონს და დანარჩენებს შემზარავად უბრიალებს თვალებს.

Bangtan ordenWhere stories live. Discover now