[9] ჰობი

2K 212 100
                                    

ნოუთბუქში ამ^ სურათის (და ტონა იუნგის ფოტოების) მეტი არმაქ არაფერი სოუ იყოს:დ

__________________________________________________________________

"ჯანდაბა თეჰიონ გაინძერი" მეორე ოთახიდან ყვირის ჯონგუკი და სხვა და სხვა ზომის იარაღებს იწყობს შარვალში.

"მისმინე მისტერ 'ყველაფერივიცი'! ეს ტყავის შარვალი საშინლად არაკომფორტულია" მობუსული ტუჩებით გამოდის წითური და ვამპირის წინ გადაჯვარედინებული ხელებით დგება.

ჯონგუკი ზანტად ტრიალდება მისკენ, ხელში შერჩენილ იარაღს საწოლზე დებს და ბიჭს ნელა უახლოვდება. ჯერ ცალ წარბს მაღლა სწევს მერე კი თეჰიონს მკლავში ავლებს ხელს და მისგან ზურგით ატრიალებს.

"მე კი ვფიქრობ რომ მშვენიერია" ბიჭის უკანალზე აჩერებს თვალებს და მის სერიოზულ სახეს ეშმაკური ღიმილი კვეთს.

"გუკ, ჩემს უკანალზე მოშტერების მაგიერ ჯობს დაბლა ჩახვიდე და ტყვე გამოიყვანო. ბოლო-ბოლო რამეში მაინც გამოგვადგება" ვამპირის ხელს იშორებს და ოთახს უკანალის ქნევით ტოვებს.

"მიწვევს" ვამპირის ოხვრა თეჰიონის ყურამდეც აღწევს თუმცა მას აიგნორებს და მისაღებში პატარა ღიმილით გადის.

როგორც ყოველთვის ყველა იქ ხვდება, თუმცა ამჯერად ანერვიულებული.

"თე დარწმუნებული ხარ?" კითხულობს ნამჯუნი როცა ბიჭის ტანსაცმლის გასწორებასა და მასზე რაღაცეების დამაგრებას იწყებს.

"ჯუნ, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება" დარწმუნებული ღიმილით ამბობს წითური და ნამჯუნს შვების ოხვრა წყდება.

"აბა შენ იცი ბავშვო" დივანზე გაწოლამდე მხარზე უტყაპუნებს იუნგი ხელს "არ დამაღალატო" თვალებდახუჭული ამოთქვამს და თეჰიონი თავს უქნევს, იმის მიუხედავად, რომ იცის ვერ დაინახავს.

ამ ვითომ 'არ მაინტერესებს' საქციელით იუნგი უბრალოდ სხვა სიტყვებით ეუბნებოდა "თავს გაუფრთხილდი და არაფერი მოგივიდეს, თორემ კისერს წაგაძრობ" 

Bangtan ordenWhere stories live. Discover now