დიდი თავიაა!! :დდ
მომენატრეთ ><
_______________________
Jungkook's pov"ჩიმ, მე მეგონა იმ ბიჭის მოკვლა გინდოდა და არა კედელზე გა-" ნამჯუნს წინადადებას ჯიმინის ყვირილი აწყვეტინებს და მას ყველანი გაფართოებული თვალებით შევყურებთ.
"ბოდიში, უბრალოდ არ მინდოდა ის გამეგო რის თქმასაც აპირებდი" ჩუმად ამბობს და სავარძელში ეშვება.
მის აწითლებულ სახეზე ყველანი ხმადაბლა ვხითხითებთ.
"აბა? რას ვაპირებთ ამ ადამიანებთან?" კითხულობს ჯუნი და ხელებს ჯინის წელზე აცურებს, მერე კი ტუჩებით მის ყელს აწყდება.
"აჰჰ! ბიჭებო! მე და ჯიმინიც აქ ვართ! თქვენი ასე ყურება იგივეა რაც მშობელს უყურებდე, ასე რომ ეს საზიზღრობაა!" თვალებს ვაბრიალებ რაზეც ჯინი ხმადაბლა ყვირის
"ანუ მშობლად მაღიარებთ?!" ბედნიერი სახით იძახის, თუმცა მაშინვე იბუსება როცა უარის ნიშნად თავს ვაქნევთ.
"ზოგჯერ უბრალოდ ვერ ვხვდები რანაირად არის ის ჩვენში ყველაზე დიდი" ვოხრავ და მეორე სავარძელზე ვენარცხები
"რაც შეეხება იმ ორს.. არ ვიცი ჯუნ, გამოვცადოთ.. ადამიანი ახლა მართლა გვჭირდება ჩვენს ჯგუფში, ასე რომ უბრალოდ ვცადოთ, თუმცაღა თვალი არ უნდა მოვაშოროთ, რომ რამე სისულელე არ გააკეთონ."
"რატომ მიეცი უფლება შენი ხელი გაეჭრა?" ჩემს მკლავზე არსებულ ჭრილობაზე მიმითითებს ნამჯუნი და წარბებს მაღლა წევს, რაზეც უბრალოდ მხრებს ვიჩეჩ.
"სულ ცოტა წავახალისე"
"სულ ცოტა?" იცინის და თავს აქნევს "ჯონგუკ, შენი ძალის ნახევარსაც კი არ იყენებდი, ყველანი კარგად გიცნობთ, ათი ვამპირის ერთად დამარცხება შეგიძლია და შენი აზრით დავიჯერებთ, რომ აქ წეღან შენ რამეს აკეთებდი? ოდნავადაც კი არ ცდილობდი რომ მისთვის რამე დაგეშავებინა"
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanfictionბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...