[23] მე, მაქცია

1.5K 174 129
                                    


hello taekook's monstahs:d how we doin' fam?

პფფ ყოველთვის ასე რომ მენატრებით ნორმალურია?

ბევრს აღარ ვილაპარაკებ, იმედია
ისიამოვნებთ! 👇💕
______________________________
"ჯუნ, რაზე ფიქრობ?" ინტერესიანი მზერით ეშვება ჯინი ქმრის გვერდით და თავს მის მხარზე ასვენებს. "კიდევ რაიმე ხელჩასაჭიდს ხომ არ მიაკვლიე?"

"უკვე აღარ ვიცი რაზე ვიფიქრო ჯინ, ყველაფერი მაბნევს.. ჯონგუკი უცნაურად იქცევა. ვგულისხმობ.. ის ყოველთვის უცნაური იყო, ბევრ რამეს მალავდა ჩვენგან მაგრამ რაც თეჰიონი გამოჩნდა ყველაფერი უფრო დამძიმდა, განსაკუთრებით იმ დილის შემდეგ როცა მას უკბინა.. მისი შიშის სუნს დღითი დღე უფრო მძაფრად ვგრძნობ. ის შიშებში და სინანულში ცხოვრობს და ვერ ვხვდები როგორ დავეხმარო.. მას ვჭირდებით, მაგრამ ახლოსაც არ გვიშვებს. ეს ყველაფერი ჭკუიდან მშლის"

"ჯუნ.. ვიცი რომ მასზე ღელავ, მაგრამ თუ თავად არ უნდა ძალით ვერაფერს იზამ.. დრო მიეცი, როცა საჭირო იქნება ყველაფერს იტყვის"

ნამჯუნი ირონიულ ხითხითს უშვებს და თავს ნელა აქნევს. უმცროსს ზედმეტად კარგად იცნობდა, ჯონგუკი ყველაფერს გააკეთებდა რომ თავისი პრობლემები თავად მოეგვარებინა და სხვებისთვის თავს არ მოეხვია. თუნდაც დამარცხებულიყო, არასდროს ითხოვდა დახმარებას, ზედმეტად ამაყი იყო ამისთვის. ნამჯუნი ვერასდროს ხვდებოდა რატომ იყო უმცროსი ასეთი ამაყი, ეგოისტი და ცოტათი უემოციოც კი.

"ის მაინც თუ შეამჩნიე რომ შიგადაშიგ თეჰიონის აურა ქრება?" მშვიდად კითხულობს ნამჯუნი და ჯინს თვალები უფართოვდება "კლდესავით შეუვალ ჯონგუკს ახლა ამოუხსნელი თეჰიონიც დაემატა, ღმერთო, უნაკლო წყვილია" ოხრავს ბიჭი რაზეც ჯინს სიცილი სწყდება ბაგეებიდან. უფროსი ნამჯუნისკენ ცურდება და ზურგზე მასაჟის გაკეთებას იწყებს.

"უბრალოდ მოდუნდი ჯუნ, ყველაფერზე შენ ვერ იღელვებ, აი ნახავ, ყვლაფერი გამოსწორდება"

Bangtan ordenWhere stories live. Discover now