HELLO. ახლა დავაკვირდი და სულ გამოცდები რატო მაქვს?:') ველ, ზეპირი გამოცდა ჩავაბარე უკვე, ერთი ქულა დამაკლდა მხოლოდ მაქსიმუმამდე სოუ მთლად უკმაყოფილო არვარ შედეგით:დ იმედია ბოლომდე ასე წავალ და მოთხრობის დაწერასაც მოვახერხებ><ძაან მენატრებოდით😭 ამ წამს მოვედი სახლში და ეგრევე აქ შემოვედი, რომ ამეტვირთა><
____________________________
გქონიათ ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა ყველაფერი ფილმის კადრივით ნელდება? როცა შენი გულის ცემა პირდაპირ ყურებში გესმის და სხვა ყველა ხმა უჩინარდება. სწორედ ასე გრძნობდა თავს იუნგი ამ წამებში, ჯიმინის გაწითლებული თვალების და გაავებული მოძრაობების ყურებისას.
ვამპირი უხეშად ისროდა ჩოის კედლებზე, კანს უღადრავდა, ბრჭყალებსა და ეშვებს ასობდა და მისი ტკივილით ტკბებოდა. ყველა კარგად ხედავდა, რომ მამაკაცი საშინელ ვითარებაში იყო, მაგრამ ღიმილს მაინც აგრძელებდა.
"რა ჯანდაბა გაცინებს ნაბიჭვარო?!" ხმამაღლა ღრიალებს და ბრჭყალებს ისე ღრმად ასობს კანში, რომ სისხლის გუბეს აყენებს გარშემო.
ჩოი სიმწრისგან ყვირის, თუმცა კვლავ ღიმილს იკრობს სახეზე.
"პაკ- პაკ ჯიმინ.." იცინის მამაკაცი, რაზეც უმცროსი ზიზღით აჭერს კბილებს ერთმანეთს "მისტერ პაკი იმედგაცრუებული იქნებოდა, ახლა რომ დაენახე" ბიჭს სახეზე ფერი გადასდის და რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს.
თავისი მეგობრების სახეებზე ინტერესს და დაბნეულობას ხედავს, მაგრამ ვერაფერს ამბობს.
"არასდროს აპირებდი მათთვის თქმას ჯიმინ? ნუთუ ამ საიდუმლოს ბოლომდე ტარებას გეგმავდი?" კიდევერთხელ იცინის და ჯიმინი გამწარებით ურტყავს მუშტს სახეში.
"კარგი რა.. მამაშენი მათზე ცდებს ატარებდა, შენ კი მის საკვლევ მასალას დაუმეგობრდი?" კიდევ ერთხელ გულის გამაწყალებლად ხარხარებს და უმცროსის მხრები უკვე კანკალს იწყებენ.
YOU ARE READING
Bangtan orden
Fanfictionბანთანი - ორდენი რომელიც ვამპირების უსაფრთხოებას იცავს და ორდენი, რომელიც მეთაურის წინააღმდეგ წავიდა. რა მოხდება, როცა ვამპირებს კიდევ დაემუქრებათ საფრთხე ორი ვამპირებზე მონადირის სახით? (Finished) Started: august 8, 2018. Finished: September 30, 20...