[31] გაუჩინარება

1.4K 162 125
                                    




სანამ ახალ თავს დავიწყებდე, მინდა ვთქვა, რომ საშინლად აღარ მომწონს ჩემი ნაწერი და ეს მოთხრობაც. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ გავაფუჭე და ბოლოში ყველაფერი ავურიე. გავწელე და უინტერესო გავხადე. იმაზე ვფიქრობდი რა მექნა ამ ფიკისთვის, დამეტოვებინა თუ წამეშალა, ამიტომ გამიგრძელდა ატვირთვა. საერთოდ არასდროს არ ვარ ხოლმე ჩემი ნაწერით კმაყოფილი, მაგრამ ახლა ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან ქაინდა მომწონდა ეს ფიკი დაწყებისას.. სიმართლე რომ ვთქვა, ბოლომდე არც free like ocean მომწონს დიდად, ბევრი რამ აკლია, თუმცა კმაყოფილი მაინც ვარ იმ მოთხრობით რაღაც კუთხით. მაგრამ როცა ნაწერს ვაფუჭებ, (როგორც ახლა) მართლა ძალიან ცუდად (დამნაშავედ) ვგრძნობ თავს. ვიცი, რომ მეტს იმსახურებთ და ვეცდები გავაუმჯობესო ჩემი წერის სტილი. იმასაც ვეცდები, რომ ეს მოთხრობა მალე დავამთავრო და რაიმე ახალი ვცადო და თქვენ რომ მოგეწონებათ და თქვენთვის შესაფერისი იქნება ისეთი გამოვიყვანო. ვიცი, რომ ახლა მოგინდებათ აქ რამე დადებითი დაწეროთ, რადგან უბრალოდ ასეთები ხართ. მაგრამ არ არის საჭირო, ვიცი, რომ თქვენ ყოველთვის გვერდით მიდგახართ და კარგ ნაწერსაც და ცუდსაც მიფასებთ და ა.შ. მაგრამ ეს ისაა რასაც ვგრძნობ, და ამჟამად ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ყველაფერი გავაფუჭე, ამიტომ არ არის საწინააღმდეგოს მტკიცება საჭირო  <3 ძალიან მიყვარხართ და ყველანაირად ვეცდები ყოველთვის რამდენადაც შევძლებ იმდენად კარგი ნაწერები შემოგთავაზოთ. ბანგთან ორდენს ალბათ უფრო მალე დავამთავრებ ვიდრე ვგეგმავდი <3


________________________________________________________________________________


"ნამჯუნ.." ვამპირს ჩუმი ჩურჩული ესმის. ბიჭი ნელა ტრიალდება და წარბაწევით აკვირდება სამზარეულოში უხერხულად მდგარ ბოგუმს.

"რა ჯანდაბას აკეთებ აქ?"

"მე.. ჯონგუკთან მინდოდა საუბარი, მაგრამ ის მომკლავს" ჩურჩულებს თუ არა, ნამჯუნი თავის დაკვრით ეთანხმება მაქციას. მართალია, ის აუცილებლად მოკლავს. "უბრალოდ თქვენი დახმარება მინდა.. ძალიან მინდა, მაგრამ.. მაგრამ.. მოკლედ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ თეჰიონს უნდა მოუფრთიხლდეთ. არ ვამბობ, რომ მის უსაფრთხოებაზე უნდა იღელვოთ, ბავშვივით ნუ მოეპყრობით.. არამედ თავად მას, თეჰიონს მოუფრთხილდით.. უფრთხილდით.. არ გააბრაზოთ და არ შეეწინააღმდეგოთ. ვიცი თქვენთვის მტერი ვარ, მაგრამ უნდა დამიჯერო.. მე მისთვის კარგი მინდა.. მთავარი ისაა, მასთან კამათი არ მოგივიდეთ და-"

Bangtan ordenWhere stories live. Discover now