შაქარივით თეთრი ან თუნდაც თოვლივით თეთრი ამავე ფერის თმით და საშინლად სუსტი აღნაგობის ბიჭი დარბაზში ვარჯიშობს და ყელზე დაკიდებულ ყელსაბამს ხშირ-ხშირად აწვალებს. ბოლოს ბურთს ისევ კალათში აგდებს და იქვე ჯდება. ტელეფონზე ურეკავენ და ისიც პასუხობს. შემდეგ თავს იწესრიგებს და სახლისაკენ მიდის.
სახლში მისვლისთანავაე თავის ოთახში ადის კულონს იძრობს კიდევ ერთხელ ათამაშებს ხელში, პატარა ყუთში დებს სადაც პატარა ბიჭის ფოტოც არის მოთავსებული. კვლავ ავლებს მის ფოტოს თვალს და უჯრაში აბრუნებს, დაბლა ჩადის მისაღებში სადაც ბატონი მინი ელოდებოდა. მიირთმევენ და შიგადაშიგ საუბრობენ.
- იმედია მზად ხარ ხვალინდელი დღისათვის.- ამბობს ბატონი მინი და ღვინოს წრუპავს.
-ყველაფერს ისე გავაკეთებ როგორც შენ გსურს მამა.- ამბობს ბიჭი და თავის თეფშს დაჰყურებს.
- იმ ამბის შემდეგ რაც გავიგე, რომ გეი ხარ უკეთესი იქნება თუ თვალწინ მეყოლები.- ამბობს მამაკაცი გაბრაზებული ტონალობით.
- მამა მე...
- გული მწყდება, რომ ყველაფერი ასე გავიგე, შენიც მესმის. მესმის თუ რატომ არ გინდოდა სიმართლის თქმა. ჩემი გრცხვენოდა. ცუდია, რომ ყველაფერი ასეა მაგრამ რას ვიზამთ. მე მაინც მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ. უბრალოდ ერთს გთხოვ პრობლემებს ნუ შეიქმნი და კარგად იმეცადინე.- ამბობს კაცი და სანამ ბიჭი რამეს იტყვის ოთახიდან გადის.
ბიჭი ჭამას აგრძელებს როდესაც მასთან მოსამსახურე მიდის.
- რამე ხომ არ გნებავთ ბატონო მინ, ან რამე ხომ არ დაგიმატოთ?- ამბობს ასაკოვანი ქალბატონი.
- რამდენჯერ უნდა გითხრა, რომ უბრალოდ სახელით მომართო ლილიანა.
- ჩემო ძვირფასო იუნგი რამე გინდა, რომ მოგიტანო.
- არა.- ამბობს ბიჭი და ქალს სუფრის ალაგებაში ეხმარება. მოხუც ქალს დამჭკნარ ლოყებზე და ხელებზე ეფერება და ამ წამს ის სრულიად განსხვავდება იმ იუნგისაგან რომელსაც გარე სამყარო იცნობს.
YOU ARE READING
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfiction- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...