წერილები მანგისგან. 2

258 26 0
                                    


- ჯანდაბას მომდევნო მე ვიქნები.- ამბობს ჰოსოკი, კონვერტს ხსნის და იცინის. კითხვა: ნამდვილი მიზეზი იმისა თუ რატომ დაბრუნდი სეულში?

- რას გულისხმობს?- ეკითხება ჯიმინი.

- დანაშაულის გრძნობა.

- რაა?- ეკითხება ჯინი.

- მიდი ჰოსოკ თამამად, რატომ დაანებე კარიერას თავი, გელოდებით.- ისმის ისევ უცნობის ხმა.

- სეულში იმისათვის დავბრუნდი, რომ ცხოვრება ხელთავიდან დამეწყო, კარიერა იმიტომ დავასრულე, რომ ჩემი მეწყვილის გარეშე არაფრად არ მიღირს.

- რა მოხდა ჰოსოკ?- ეკითხება თეჰიონი.

- ერთ-ერთ კონკურსზე შეცდომა დავუშვით და ამ წამს ის ძალიან ცუდადაა, ის ვერასოდეს ვერ შეძლებს ცეკვას.

- ვწუხვარ.- ამბობს ჯიმინი და ჰოსოკს ეხვევა.

-2028 და კიდევ შეცდომა მან დაუშვა.

- მაგრამ როგორც მის მეწყვილეს უფრო სწრაფად უნდა მემოქმედა. ასე, რომ არამარტო ის არამედ მეც ვარ დამნაშავე.- ამბობს ჰოსოკი და თავს ინთავისუფლებს.

- კარგი მომდევნო მე ვიქნები.- ამბობს ბექიონი. კონვერტს ხსნის და ეღიმება. კითხვა: შენი ყველაზე საშინელი დღე.- ამბობს სიცილით.

- რატომ პირველი არ აირჩიე?- ისმის ისევ უცნობის ხმა.

- იცით რატომაც და იმედია ისიამოვნებთ იმის მოსმენით რასაც მოვყვები.- ამბობს და თვალს გვავლებს. ჩემი ყველაზე საშინელი დღე 26 ივლისი. დღე რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, და იმად მაქცია რაც დღეს ვარ. დღემ რომლის შემდეგაც საკუთარი თავის მიმართ ზიზღს განვიცდი, დღე რომელმაც თავი არარაობად მაგრძნობინა, დღე როდესაც გამტეხეს, ნამსხვრევებად მაქციეს.

- ბექიონ.- ჩურჩულებს თეჰიონი და მის ლოყებზე ცრემლები იკვლევენ გზას. ჯინი და ჯიმინი კი მას ეხუტებიან.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora