უკვე კვირაზე მეტია რაც აქ ვართ, თეჰიონი მუდამ წიგნებთან არის. როგორ არ ბეზრდება არ მესმის. ამ დროის მანძილზე ძლივს მოვახერხე და გავიყვანე გარეთ კლუბში დროის გასატარებლად მაგრამ უშედეგოდ, მაინც ისევ ისე ჩუმად იყო როგორც ყოველთვის. სააბაზანოდან გამოვდივარ და პირსახოცმოდებული აქეთ-იქით დავდივარ.
- რამე მაინც ჩაიცვი.- ამბობს ისე, რომ არც მიყურებს.
- რა აზრი აქვს, მაინც არ მიყურებ და.
- ჰო მართალი ხარ.- ამბობს და წიგნის კიდევ ერთ ფურცელს შლის.
- არ მოგბეზრდა წიგნის ჭიად ყოფნა?
- არა, ეს უფრო სახალისოა ვიდრე სექსმანქანად ყოფნა.- ამბობს და ისევ არ მიყურებს.
- დღეს მაინც წამოდი კლუბში.
- არ მინდა ჯანქუქ, იქ მაინც ვერ ვერთობი და თან გოგონებიც ნერვებს მიშლიან.
- რატომ? რას ერჩი მათ.
- რას ვერჩი? ვერ ვხვდები როგორ არ რცხვენიათ ბოზებივით იქცევიან, არც თავმოყვარეობა არ აქვთ და არც ტვინი.
- არ მაინტერესებს შენი ბუზღუნი, დღეს ჩემთან ერთად მოდიხარ.
- არა.
- კი.
- არა მეთქი.
- მოდიხარ, წადი შხაპი მიიღე.- ვეუბნები და აბაზანაში ვაგდებ. აბაზანიდან გამოდის წელს ზევით შიშველია, თმები სველი აქვს,წყლის წვეთები მის სახეზე იკვლევენ გზას, შემდეგ ყელზე სრიალდებიან. მას ვუყურებ და მიკვირს რატომ მიჩნდება მისი კოცნის სურვილი. უნაკლო სხეული აქვს.
- ეგრე ნუ მაშტერდები.
- მაპატიე, პირველად ვხედავ შენს სხეულს წიგნის ჭიავ.
- წიგნის ჭია არ ვარ.
- სწორედაც რომ ხარ.
- არ ვარ მეთქი.
- ვნახოთ ხარ თუ არა.- ვეუბნები და მისთვის უკვე არჩეულ სამოსს ვაწვდი.
YOU ARE READING
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfiction- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...