დილით სწრაფად ვხტები საწოლიდან და სამზარეულოსაკენ გავრბივარ, წერილი მხვდება ვკითხულობ თავს ვიწესრიგებ და პირდაპირ სავარჯიშო დარბაზისაკენ მივდივარ.
- დააგვიანეთ სოკჯინ.- ამბობს ჩვენი ქორეოგრაფი.
- მაპატიეთ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი.- ვამბობ და ოთახს თვალს ვავლებ.
- ბატონი ნამჯუნიც არ ბრძანდება.- ამბობს უკმაყოფილო სახით ჩვენი ქორეოგრაფი.
- აქ ვარ, ბოდიში დამაგვიანდა.- ამბობს მონი და სირბილით ჩვენსკენ მორბის.
- კარგი, მოკლედ 3 დღეში შეჯიბრი გაქვთ და ყველაფრისათვის მზად უნდა იყოთ.- ამბობს ანტონიო და მიღიმის.
- ასე მალე გავიდა დრო, ღმერთო ჩემო.- ვამბობ და მათ ვუყურებ.
- ეხლა კი ვნახოთ თუ როგორ ცეკვავთ.- ამბობს და ორივეს თვალს გვავლებს.
ორ საათიანი ვარჯიშის შემდეგ ანტონიომ რამოდენიმე წუთით დასვენების უფლება მოგვცა.
- ძალიან ბევრი შრომა გჭირდებათ, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ დღითიდღე უკეთესად გამოგდით.
- ყველაფერი თქვენი დამსახურებაა.- ვამბობ და ანტონიოს ვუღიმი.
- არა ჩემი არა, ეს ყველაფერი თქვენი ვარჯიშის შედეგია.- ამბობს და ჩემს ხელს თავისაში იქცევს.
საათნახევრიანი ვარჯიშის შემდეგ სახლში მივდივართ და საწოლზე მოწყეტით ვარდები.
- ასე მგონია, რომ ვკვდები.- ვამბობ და მონის მზერაზე მეღიმება.
- მშია, წამოდი სადმე წავიდეთ და ვჭამოთ.
- სიარულის თავი არ მაქვს, პიცა ხომ არ შევუკვეთოთ.- ვამბობ და ვუცინი.
- კაი რატომაც არა.
30 წუთის შემდეგ მოგვირბენინეს ჩვენი სასურველი პიცაც და მადიანადაც მივირთვით.
მთელი 2 დღე ვიტანჯებოდით, მთელი სხეული მტკიოდა, დატვირთვას ვერ ვუძლებდი.
CZYTASZ
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfiction- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...