ოხ ეს წყეული წესები.

278 25 0
                                    

უკვე მეოთხე დღეა რაც ამ წყეულ უნივერსიტეტში ვარ, თუმცა უნივერსიტეტს რას ვერჩი, ყველაფერს ხომ იუნგი აფუჭებს, ახლაც დილით საწოლიდან მისი წყალობით წამოვხტი. არადა როგორ მინდა მშვიდად დაძინება.

მძინარე მზეთუნახავო ადგომის დროა, მძინარე მზეთუნახავო გამოფხიზლდი... ყოველთვის ნერვებს მიშლიდა მისი სარკაზმით, ახლაც მაღიზიანებს. სააბაზანოში შევდივარ თავს ვიწესრიგებ და ოთახში ვბრუნდები, ყველაფერი ძირს არის მიმოყრილი საათს ვუყურებ და ყვირილზეც გადავდივარ.

- ღმერთო ჩემო იუნგი.

- რა ხდება თოჯინავ?

- ეგრე ნუ მეძახი, მე არ ვარ შენი თოჯინა, და რას გავს რამე, წესები დაგავიწყდა?

- კარგი რა პატარავ ხომ იცი, რომ არ მომწონს ეს წყეული წესები.

- და შენი აზრით მე მომწონს შენი წესებით თამაში, სულაც არა მაგრამ პატივს ვცემ, ასე, რომ კეთილი ინებე და შენც იგივე გააკეთე.- ვამბობ და საწოლს ვასწორებ.

- მაგას შეეშვი და წავედით ისედაც დავაგვიანეთ.

- ჯერ ამას დავალაგებ და შემდეგ წავალთ.

- აქ ჩემი წესებით ვთამაშობთ.- ამბობს ხელს მავლებს და კარებისაკენ მიმათრევს. საათის განმავლობაში დავრბივართ შემდეგ კი დარბაზში მარბენინებს აქეთ-იქით.

- კარგი რა იუნგი ბურთთან თუ არ მიმიშვებ როგორ ვისწავლი თამაშს.

- და როგორ ფიქრობ პაწაწუნავ ვინმე მიგიშვებს ბურთამდე, იბრძოლე და წამართვი.

- შენ პროფესიონალი ხარ მე კიდევ დამწყები.- ვეუბნები და იქვე ვჯდები.

- ჰეიიი დროზე ადექი.

- დავიღალე იუნგი.

- გკითხე მაგდაგვარი რამე.

- თავიდან მომწყდი.

- როცა ასე საუბრობ, უფრო მინდება შენი წვალება. - ამბობს და ჩემს გვერდით ჯდება.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin