თავის საშინელი ტკივილი მაიძულებს თვალების გახელას. თვალები მტკივა მთელი სხეული მიხურს ოთახს თვალს ვავლებ და ვცდილობ გავიხსენო თუ რა მოხდა? მწარე რეალობასთან დაჯახების შემდეგ ისევ ცრემლებად ვიღვრები თავს ბალიშში ვრგავ და ვტირივარ ტირილით გულს ვიჯერებ შემდეგ კი საწოლიდან ვდგები და ოთახში აქეთ-იქით დავდივარ. ნეტავ სად ვარ?-გავიფიქრე და დაბლა კიბეებით მისაღებისაკენ წავედი დივანზე წამოწოლილ ბიჭს თვალი მოვკარი და ოდნავ გამეღიმა, მისი დანახვა საშინლად მესიამოვნა, მაგრამ სად ვართ? ან აქ როგორ მოვედით? ნელა მივუახლოვდი მას და ლოყებზე ხელებით მოვეფერე, ვცდილობდი რომ არ გაღვიძებოდა მაგრამ სამწუხაროდ გავაღვიძე, თვალები მოისრისა და ღიმილით გამომხედა თან ლოყებზე თითები ჩამომისვა.
- ჰეი.
- შენი გაღვიძება არ მინდოდა.
- მოდი აქ.- ამბობს და მასთან ერთად დივანზე ვწვები თავი მის კისერში მაქვს ჩამალული.
- უკეთესად ხარ?- მეკითხება და ზურგზე ხელებს ასრიალებს.
- სად ვართ?
- იმ სახლში სადაც ადრე ვცხოვრობდი შემდეგ დედამ სახლი გაყიდა ხოლო ის ოჯახი რომელიც აქ გადმოვიდა ძალიან მეგობრულები აღმოჩნდნენ იცოდნენ თუ რამდენს ნიშნავდა ეს სახლი ჩემთვის და სანამ გაყიდიდნენ დამეკონტაქტენ, ასე რომ ახლა ეს სახლი ჩვენია. მართალია სარემონტოა და უამრავი რამ არის გასაკეთებელი მაგრამ ეს მაინც ჩვენია.- ამბობს და ლოყაზე მკოცნის.
- ჩვენი?- ვეკითხები მას.
- ჩვენი.- ამბობს ღიმილით, ჩვენ ხომ მალე ოჯახი ვიქნებით შენ ჩემი ოჯახი ხარ თეჰიონ, მე შენს გარდა არავინ არ მყავს.
- ასე ნუ ამბობ ქუქი დედა გყავს.
- მართალია მან გამაჩინა სიცოხცლე მაჩუქა, მაგრამ ის დედაჩემი არაა. მას არასოდეს არ ვაღიარებ დედად, მის გამო მამაჩემმა ყველაფერი დაკარგა, მის გამო მამაჩემმა თავი მოიკლა.- ამბობს და სხეული სიბრაზისაგან უკანკალებს. მე კი ცრემლები მომდის განა იმიტომ კი არა რომ მეშინია ან რამე უბრალოდ ვაცნობიერებ თუ როგორ ვგავართ მე და ქუქი ერთმანეთს, ჩვენი მშობლები... ორივეს მშობლები ხომ თითქმის ერთნაირ სიტუაციაში იყვნენ. მისმა მამამ თავი მოიკლა ცოლის გამო, დედაჩემი კი მამაჩემის გამო, მაგრამ მე მყავდა ჯუნი, ეხლა ვხვდები თუ რატომ ვერ იტანდა მას, ეხლა ვხვდებოდი თუ როგორ ძლიერ ცდილობდა ჩემს დაცვას მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მიუხედავად სიმართლისა მე არ შემეძლო მათი შეძულება, მე ისინი ძლიერად მიყვარდნენ.
ВЫ ЧИТАЕТЕ
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Фанфик- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...