ტურნირები და არასწორი გადანაწილება.

317 30 0
                                    


ოთახში დავდივარ და ვფიქრობ თუ როგორ გავარიდო თეჰიონი ჩემს შვილს. იუნგის აშკარად მოსწონს ის თეჰიონი კი საკმაოდ კარგი სტუდენტია. შემიძლია ცეკვის ტურზე გავუშვა, მაგრამ იქ პარკ ჯიმინია, რომელიც საეჭვოდ ეტმასნება თეჰიონს, ჯინი ისიც გეია, ნამჯუნი მართალია მისი ძმაა, მაგრამ არც ის გვაწყობს. ჯანდაბა, როგორ მოვიქცე? ყველაზე ძალიან ვისთან ერთად იქნება დაცული... ჯეონ ჯანქუქი, რათქმა უნდა ის მას არც მიეკარება, არც შეაწუხებს. მართლაც როგორც კი გავაკარი ჩემი გადაწყვეტილება ლექტორები უკმაყოფილო სახით შემოცვივდნენ ჩემს კაბინეტში.

- ბატონო მინ, სულ გააფრინეთ.

- ბატონო მინ ეს ხომ სრული კრახია.

- ბატონო მინ იქნებ და კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.

- ბატონო მინ ასე ხომ დავმარცხდებით, უნივერსიტეტს სახელი გაუფუჭდება.

სათითაოდ მაყრიდნენ თავიანთ უაზრო აზრებს, თუმცა კი მართლებიც იყვნენ.

*************

- ეს რა ჯანდაბაა?- წამოიყვირა ჯიმინმა.

- რა ხდება?-ვეკითხები მას.

- მგონი ჩვენმა დეკანმა გააფრინა.

- ჯიმინ იქნებ და აგვიხსნა რა ხდება?- ეკითხება ჯინიც.

- ტურნირები, რომ არის ალბათ გაგიგიათ არა, უნივერსიტეტები ერთმანეთს ეჯიბრებიან, მათ შორის ჩვენი უნივერსიტეტიც.

- ვააა, ეს ხომ ძალიან კარგია, სად უნდა ჩავეწერო?

- უკვე ჩაწერილი ხარ თეჰიონ, ჩაწერილი ყველანი ვართ.- ამბობს ჯიმინი და ჩვენსკენ მომავალი ბიჭებისაკენ გაბრაზებული იყურება.

- ჰეიიი.- ამბობს იუნგი და მეხუტება.

- იუნგიიი...

- კარგი რა უბრალოდ ვეხუტები, დამშვიდდი ძმაო.

- იუნგიიი...

- ჯანდაბა არადა როგორი თბილი ხარ.- ამბობს იუნგი და მონის გვერდით დგება.ყველანი ჩვენ გვიყურებენ.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon