დილით თავს ვიწესრიგებ ჯიმინთან ერთად ჯინისაკენ მივდივართ შემდეგ კი სამივე თეჰიონის სანახავად საავადმყოფოში მივდივართ, საავადმყოფოსთან თეთრთმიან ბიჭს და კიდევ ერთ ბიჭს ვკრავ თვალს.
- მონი როგორ არის ექიმებმა რა თქვეს?- ეკითხება ჯინი.
- უკეთესად არის ჯინ, სანერვიულო არაფერია.- ამბობს ბიჭი.
- შენ ხომ დამპირდი, ხომ დამპირდი რომ დამირეკავდი.- ყვირის ჯიმინი და ხელებს ოდნავ ურტყამს ბიჭს გულმკერდზე რასაც არა მარტო მე არამედ თეთრთმიანი ბიჭიც ავლებს თვალს.
- ჩიმ ყველაფერი კარგადაა.- ეუბნება ორმეტრიანი ბიჭი და თეჰიონის პალატისაკენ ხუთივენი მივდივართ, ოთახში შევდივართ და თეჰიონის საწოლზე თავჩამოდებულ ბიჭს ყველანი თვალს ვავლებთ. გარეთ გამოვდივართ.
- ეს ის ტიპი არაა?- ვეკითხები მოჩის.
- ჰოპი ისინი ერთად მუშაობენ, არცაა გასაკვვირი რომ აქ არის.
- გასაგებია.-ვამბობ და ყველას თვალს ვავლებ.
ორმეტრიანი ბიჭი რომელიც თეჰიონის ძმა აღმოჩნდა თავის თეთრ თმიან ძმაკაცთან ერთად ექიმის სანახავად წავიდნენ ჩვენ კი პალატაში დავბრუნდით. თეჰიონი გვღიმოდა ხოლო ყავისფერთმიანი ბიჭი უბრალოდ იდგა რამოდენიმე წამი გაჩერდა და პალატიდან გავიდა.
- ზრდილობის არაფერი გაეგება, უბრალოდ მაინც მოგვსალმებოდა.- ვამბობ და იქვე ვჯდები.
- ის ასეთია.-ამბობს თეჰიონი.
- ისედა რატომ ეხმარები?- ეკითხება ჯინი.
- ის ხომ საშინლად უხეშია, უცნაური ტიპია.- აგრძელებს ჯიმინი.
- იმიტომ რომ მას ჩემი დახმარება სჭირდება, მის უხასიათობას კი როგორმე აიტანს კაცი, სამაგიეროდ შრომისმოყვარეა.- ამბობს თეჰიონი სიცილით.
- და მთელი ღამე აქ რას აკეთებდა?- ვეკითხები თეჰიონს მეც.
- პროექტზე ვსაუბრობდით.
VOCÊ ESTÁ LENDO
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfic- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...