ტელეფონზე მირეკავენ თუმცა არ მინდა, რომ ვუპასუხო ისედაც ვიცი ვინაა, რა უნდა და რატომ მირეკავს.
ეს დღეები იუნგი სევდიანი დადის. არ ვიცი რა ხდება მის თავს, ყველაფრის მიუხედავად მასზე ვნერვიულობ. მისაღებში ვარ და ყავას მივირთმევ, მალევე იუნგიც მიერთდება.
- ჰეი.
- ჰეი, სადმე მიდიხარ?
- გავისეირნებ და მალევე მოვალ.
- იუნგი რა ხდება შენს თავს, შენზე ძალიან ვნერვიულობ. ვიცი არ გიყვარს შენს გრძნობებზე საუბარი, მაგრამ გთხოვ ისე შემომხედე როგორც შენს მეგობარს. მე არა მარტო მამაშენი არამედ შენი საუკეთესო მეგობარიც ვარ, ვნერვიულობ შენზე გთხოვ მომეცი უფლება, რომ დაგეხმარო, გთხოვ მომეცი უფლება, რომ შენს გვერდით ვიყო.
- მამა ის მიდის.- ამბობს ცრემლიანი თვალებით.
- ჯიმინი?
- ჰო მამა, ის მიდის და მე არ შემიძლია მისი შეჩერება.
- რას ნიშნავს მიდის? სად მიდის? იჩხუბეთ?
- არ გვიჩხუბია მაგრამ მტოვებს საფრანგეთში მიდის. ერთ-ერთმა ცნობილმა უნივერსიტეტმა სწავლება დაუფინანსა თან ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ ეს უნივერსიტეტი აფინანსებს დამწყებ მოცეკვავეებს და ჯიმინიც მათ სიაშია, მას კი ცეკვა საშილად უყვარს. მე ვერ ვაიძულებ მას რომ მის ოცნებებზე უარი თქვას, თუ აქ დარჩება მისი ოცნებები დაიმსხვრევა, თუკი წავა მე დავიმსხვრევი. არ ვიცი რა გავაკეთო? მისი შეჩერება მინდა, მაგრამ თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ არჩევანის წინაშე დავაყენო, მიდის და ძალიან ცუდად ვარ, მოსვენება დავკარგე. რთულია თავის მოჩვენება თითქოს და ყველაფერი კარგადაა, მეშინია რომ სამუდამოდ დავკარგავ მას.
- ასე ნუ ფიქრობ მას უყვარხარ.
- ვიცი, მაგრამ მანძილი მაინც თავისას იზამს მამა. მიუხედავად იმისა, რომ შენ დედა გიყვარს, სხვასთან მაინც გაქვს ურთიერთობა.
ESTÁS LEYENDO
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfic- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...