წერილები მანგისგან. 3

266 22 5
                                    


- კითხვა: რა მოხდა 2 წლის წინ?- ამბობს ჯანქუქი და თეჰიონს უმზერს თუმცა კი თეჰიონი მას არ უყურებს.

- 2 წლის წინ უბედური შემთხვევა მოხდა რამაც 17 წლის გოგონას ცხოვრება შეიწირა.

- და ეს შენთან რა კავშირშია.- ვეკითხები მას.

- იმ კავშირშია რომ მანქანას მე ვმართავდი.- მეუბნება და ისევ თეჰიონს უმზერს.

- მოიცადე ანუ იმის თქმა გინდა რომ შენ...- ვსაუბრობ თუმცა თეჰიონი მაწყვეტინებს საუბარს.

- უბრალოდ შეწყვიტე ჰოსოკ.- ყვირის თეჰიონი და წამიერად უმზერს ქუქს.

- არ დავმალავ არ მინდოდა, რომ ვინმეს ეს გაგეგოთ, მაგრამ რას ვიზამთ თქვენს წინაშე მკვლელი დგას. ადამიანი რომელმაც 17 წლის გოგონა მოკლა.- ამბობს ქუქი და თავს ხრის.

- ასე ნუ ამბობ გესმის ქუქ.- ეუბნება თეჰიონი და ხელით ჯაჭვს აწვალებს.

- მაგრამ ეს სიმართლეა თეჰიონ, შენ კი ეს იცი. შენ ყველაზე კარგად იცი სიმართლე.- ამბობს ქუქი და წამიერად ავლებს თეჰიონს თვალს ისიც.

-3011 და თეჰიონს მივემხრობი, არის შენს საქმესთან დაკავშირებით ერთი დეტალი, თუ გინდა დაიჯერე თუ გინდა არა მაგრამ ეს შენ არ გაგიტანია ის გოგო, მართალია თანამონაწილე ხარ, გოგონა ხელებში ჩაგაკვდა. ნამდვილი მკვლელი თქვენგან ერთ-ერთი არის. ასე, რომ შენს ადგილზე ძველ მეგობრებს მოვიკითხავდი.- ისმის ისევ ეს აუტანელი ხმა.

ქუქი თავს ინთავისუფლებს და აქეთ-იქით დადის თმებში თითებს იცურებს და ნერვიულობის ნიადაგზე თმებზე მაგრად იჭერს ხელებს.

- მომდევნო თეჰიონი იყოს.- ამბობს ლიზა.

თეჰიონი კონვერტს იღებს თუ არა ძირს აგდებს შემდეგ იღებს და ეგრევე ხევს.

- რა ხდება? რა წერია? რატომ დახიე?- აყრიან კითხვებს ბიჭები.

- იმიტომ რომ სალაპარაკო აქ არაფერია.- ამბობს და თითებს ათამაშებს.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora