მიყვარხარ კიმ თეჰიონ.

294 26 1
                                    


როგორც კი ჯინის დანარეკს თვალი მოვკარი სწრაფადვე დავურეკე, თეს გაღვიძება არ მინდოდა და სამზარეულოში გავედი.

- რა ხდება ჯინ?

- ქუქი თეჰიონი შენთან არის?

- ჩემთანაა, მშვიდობაა?

- ქუქი მამამისი საავადმყოფოშია და 2-3 დღის სიცოცხლე დარჩა, გთხოვ დაიყოლიე და აქ მოდით, ვიცი გაბრაზებულია მათზე, მაგრამ მონიც ცუდადაა.

- კარგი ჯინ არ ინერვიულო მოვალთ.- ვამბობ თავს ვიწესრიგებ, ყავას ვამზადებ და თეჰიონს ფრთხილად ვაღვიძლებ.

- თავს როგორ გრძნობ?- ვეკითხები ღიმილით.

- მშვენივრად.- ამბობს და ჩვენს ბაგეებს აერთებს.

- ჯინმა დარეკა.

- ჯინმა?

- ჰო და სხვებსაც აქვთ დანარეკი, გეძებენ.

- იციან რომ აქ ვარ?

- იციან.

- ქუქი...

- თე, მამაშენი საავადმყოფოშია.

- რაა?

- ჯინმა მითხრა, რომ ძალიან ცუდადაა.

- რას გულისხმობ, როცა ამბობ რომ ცუდადაა.

- იმას რაც გაიფიქრე, ასევე მონიც არ არის კარგად.

- წავიდეთ ქუქი, გთხოვ წამიყვანე.

- აუცილებლად წავალთ, მაგრამ ჯერ ცოტა უნდა ჭამო.

- კარგი.

თავს იწესრიგებს და საავადმყოფოსაკენ მივდივართ, ყველანი იქ არიან მონი ჩვენსკენ მორბის და თეს გულში იკრავს, მიუხედავად ექიმების ჩხუბისა მაინც არ იშორებს თეჰიონს და პატიებას თხოვს.

ბევრი დავიდარობისა და ხვერწნის შემდეგ როგორც იქნა მონი პალატაში შეიყვანეს.

- გთხოვ მაპატიე თეჰიონ.

- დამშვიდდი მონი, თორემ იძულებული გავხდები და ექიმს მივმართავ.- ამბობს ჯინი სევდიანი სახით.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Where stories live. Discover now