პირველი შეხება.

285 24 0
                                    


- რას აპირებ შენს დაბადების დღეზე?- ვეკითხები იუნგის და პატარა კონვერტს ვაწვდი.

- ჯერ არ ვიცი მამა, წვეულების გამართვა მინდა მაგრამ ზუსტად არ ვიცი ღირს თუ არა.

- რაც არ უნდა იყოს იმედია კარგ დროს გაატარებ.

კონვერტს ხსნის თუ არა ეგრევე ჩემსკენ გამორბის ხელებს ძლიერად მხვევს, მის ამ ქმედებაზე მეცინება.

- მადლობა მამა.

- სულელო გეყოს ახლა წადი და მოემზადე უნივერსიტეტში გვაგვიანდება.- ვეუბნები მას ღიმილით თმებს ვუჩეჩავ როგორც ადრე პატარაობისას და თვალს ვავლებ თუ როგორ არბის კიბეებზე. მალევე უკან ბრუნდება და უნივერსიტეტისაკენ მივდივართ. კაბინეტში ვზივარ და კომპიუტერში თვალს ვავლებ სიახლეებს, საბუთებს ვაწესრიგებ, კარადიდან ფოტოს ვიღებ და დიდი მცდელობის მიუხედავად ლოყები მაინც მიწითლდება. ეს ბიჭი უბრალოდ მაჯადოვებდა. კარზე აკაკუნებენ და მეც ჩემი ფანტაზიებიდან რეალობას ვუბრუნდები.

- მობრძანდით.

- კარი იღება და ოთახში კიმ სოკჯინი შემოდის, ახლოდან თვალს ვავლებ მის ნაკვთებს და ახლა ვიაზრებ, რომ რაღაც ნაცნობი მზერა აქვს, თითქოს და წარსულში სადღაც შევხვედრილვარ ამ მზერას. ისევ ვალებ თვალს და ვრწმუნდები, რომ უნივერსიტეტის ბავშვები არ ცდებიან, ის მართლაც უმშვენიერესია მაგრამ ჩემთვის ერთადერთი მაინც კიმ თეჰიონია, ბიჭი რომელიც უბრალო გამოხედვითაც კი სულს მიფორიაქებს.

- ბატონო მინ.

- გისმენ ჯინ.

- ცეკვის ლექტორმა ბატონმა ლიამმა გამომგზავნა.

- გისმენ.

- მან თქვენთან კონვერტი გამომატანა.- ამბობს ბიჭი და ფოტოსაკენ გაურბის თვალები მის მზერას თვალს ვაყოლებ.

- მადლობა ჯინ, კონვერტს ვართმევ და ვუღიმი.

- არაფრის სერ.- ამბობს ისე, რომ ფოტოს თვალს ვერ აშორებს.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin