- გთხოვთ დაწყნარდით ჯენი.- ისმის მკაცრი ხმა, მაგრამ ეს ხმა მაინც ვერ მაჩერებს.
- მე ის უნდა ვნახო, მე ჩემი შვილი უნდა ვნახო.- ვყვირივარ თუმცა ყურადღებას არავინ არ მაქცევს.
- გვესმის, მაგრამ ამ წამს ეს შეუძლებელია, თქვენმა მეუღლემ თქვა რომ...
- ჩემმა მეუღლემ? ვიზე საუბრობთ ჩემი ქმარი უკვე რახანია რაც მკვდარია.
- რას ამბობთ ჯენი, თქვენი მეუღლე ჯანმრთელად არის და რაც მთავარია ცოცხალია.
- უბრალოდ აქედან გამიშვით.- ვყვირივარ თუმცა მალევე სხეული მიდუნდება და ვითიშები.
*****************
ტელეფონზე მირეკავენ და მეც იძულებული ვარ ვუპასუხო.
- ბატონო მინ, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ.
- რა ხდება?
- თქვენი მეუღლე, მან საუბარი დაიწყო.
- ანუ?
- ის გამართულად საუბრობს სერ და მოითხოვს მისი შვილის ნახვას.
- დღეს ვერანაირად ვერ ვახერხებთ მოსვლას იუნგი აქ არ არის, გვიან ღამით დაბრუნდება და ხვალისათვის მოვალთ.
- კარგით ბატონო მინ, გელოდებით.
ტელეფონს ვთიშავ და ოთახში დავდივარ იუნგიმ ის არ უნდა ნახოს, ვერ დავუშვებ რომ ნახოს, ღმერთმა იცის რას ეტყვის.
ტელეფონზე ნომერს ვკრიბავ და ველოდები თუ როდის მიპასუხებენ.
- გისმენთ.
- მე ვარ, იცი რაც უნდა გააკეთო.
- დიახ გასაგებია.
ტელეფონს ვთიშავ და ფოტოებს ისევ თვალს ვავლებ.
*******************
საწოლიდან მთლიანად ოფლში გაწურულს მეღვიძება, გვერდით მშვიდად მძინარე ჯიმინს თვალს ვკრავ, ცუდად ვარ ოთახიდან სააბაზანოში შევდივარ სახეზე წყალს ვისხამ და ვცდილობ დავმშვიდდე.

YOU ARE READING
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfiction- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...