ის შენი ძმაა.

238 23 1
                                    

დათქმულ ადგილზე მივდივარ და თავში ათასი აზრი მიტრიალებს. ჰოსოკზე ვნერვიულობ, ის სიზმარი მახსენდება რომელსაც ეს ბოლო დღეები ვხედავდი.

-ესეც ასე, როგორც ვხედავთ მოხვედი.- ისმის ჩემთვის უცნობი ხმა.

- სად არის ჰოსოკი?

- იცი, ასე ძალიან თუ გინდა მისი ნახვა, აუცილებლად ნახავ.

- ეს რას ნიშნავს?

- გარიგება შეიცვალა პატარავ.

- რაა?

- რას ვიზამთ, ხდება ხოლმე.- ამბობს სიცილით და ძლიერი დარტყმის შემდეგ ვითიშები.

****************

თვალებს ვახელ და არემარეს თვალს ვავლებ, ბნელ ოთახში ვარ, შუქი ოდნავ ბჟუტავს, ეს კი უფრო მაშინებს.

- ჯანდაბა ყველაფერი მტკივა.- ვამბობ და თავს ვხრი.

- ოჰო გაიღვიძე ჩემო მშვენიერო.- ამბობს ვიღაცა და მიახლოვდება, თითებს ჩემს ლოყაზე ასრიალებს.

- თითები მოაშორე შე ნაგავო.- ყვირის ჰოსოკი.

- ჰოსოკ, კარგად ხარ?

- ხომ გითხარი არ მოსულიყავი მეთქი ჯინ რატომ არ დამიჯერე.

- გახსოვს მე შენი თვალები ვარ, რომ რამე დაგემართოს რა გავაკეთო? ამას ვერ გადავიტან. შენ ჩემი ძმა ხარ, შენ ჩემი მეგობარი ხარ, არაფერი არ მჭირდება მთავარია შენ იყო კარგად მეგობარო.

- როგორი სევდიანი საუაბრია ღმერთო ჩემო.- ამბობს სიცილით მამაკაცი და ისევ მე მიყურებს.

- მოიტანე ყველაფერი?

- ჩანთაშია, გაგვიშვი.

- რა საყვარელი და სასაცილო ხარ პატარავ გეგონა, რომ გაგიშვებდით.

- ჩვენ გარიგება გვ...

- გითხარი რომ ხშირად ვცვლი და ვშლი გარიგებებს ლამაზო.

ტელეფონს იღებს და მალევე ვიღაცას ურეკავს. ცოტა ხნის შემდეგ მიბრუნდება და მიღიმის.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Where stories live. Discover now