მწარე სიმართლე.

256 24 0
                                    

დილით თავი მოვიწესრიგე და უნივერსიტეტში წავედი ჯიმინი და ჯინი ვნახე.

- როგორ ხარ ჯინ?

- უკეთესად თე და შენ?

- არამიშავს.

- ჯანდაბა.- წამოიყვირა ჯიმინმა.

- რა მოხდა? რა ხდება?- ერთდროულად ვეკითხებით მას მე და ჯინი.

- ამ წამს მინ იუნგის მივწერე.

- რაა?

- რატომ?- ეკითხება ჯინი.

- იმიტომ, რომ ის იდიოტი მომწონს და თან ძალიან მომწონს.- ამბობს ჯიმინი.

- მოიცადე შენ რა იუნგი მოგწონს.- ეკითხება ჯინი.

- ჰო და უბრალოდ კი არა საშინლად მომწონს მისი ფერმკრთალი სახე, შავი თმები, მისი ღიმილი, პატარა ტუჩები, ყელი სხეული მისი ყველაფერი მომწონს, მე ის ძალიან მომწონს.

- და მას?- ვეკითხები მე.

- მას არა. ან არ ვიცი ერთმანეთს ერთხელ ვაკოცეთ მაგრამ რაც ვაღიარე, რომ ჯინი მომწონს იმის მერე მაიგნორებს.

- და რას აპირებ?

- არ ვიცი, არაფერი არ ვიცი.

- კარგი წამოდი ლექციაზე არ დავაგვიანოთ.- ვამბობ და სუყველანი აუდიტორიაში შევდივართ. ჯინი და ჯიმინი ერთმანეთის გვერდით ზიან მე და ბექიონი კი ერთად ხოლო იუნგი და ქუქი ერთად, წამიერად მას ვუყურებ ისიც თვალს მავლებს და მიღიმის.

ლექციის შემდეგ გვერდს მივლის და ოდნავ ხელით მეხება ფეხზე, რამოდენიმე წუთის შემდეგ მეც გამოვდივარ და იმ აუდიტორიისაკენ მივრბივარ სადაც ის მელოდება. ოთახში შევდივარ და ვგრძნობ თუ როგორ მეკვრის ზურგიდან ვიღაც, რომელსაც ჩემთვის ყველაზე საყვარელი სურნელი ასდის.

- მენატრებოდი.- მიჩურჩულა ყურთან და მაკოცა.

- მეც.

- ამ დღეებში ერთმანეთს ვნახავთ.

- არ ვიცი ქუქ.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ