პირველი კოცნა.

280 27 0
                                    


- რაა?- მეკითხება ღიმილით.

- როდესაც გავიყავით, კლუბში ის ვნახე გესმის.

- მერე?

- რა მერე თეჰიონ, იცი რომ ვიღაც ბიჭს კოცნიდა.

- რაა?

- ჰო არადა რომ კითხო გეი არ არის.

- და მერე შენ რა, რომ სხვას კოცნიდა.

- მე... არაფერი.- ვამბობ მაგრამ ვის ვატყუებ როცა ისინი ერთად დავინახე გული მეტკინა, არადა იმ ბიჭზე უკეთესი მართლაც რომ ვიყავი. ნუთუ ასეთი ცუდი ვარ რომ ჩემთან ყოფნა არ უნდა.

- ჯიმინ, ჯიმინ მისმენ.

- ჰო.

- კარგად ხარ?

- თე მახინჯი ვარ?

- რას სულელობ.

- მართლა გთხოვ მიპასუხე რომ გეკითხები.

- თავი რამეს მიარტყი?

- არა.

- აბა ეს სისულელეები საიდან მოგდის თავში.

- თე მგონი იუნგი მომწონს.

- მგონი კი არა მასზე ყურებამდე ხარ შეყვარებული.

- მას კი საერთოდ არ ვაინტერესებ.

- ასე რატომ ფიქრობ?

- არვიცი თე იცი რამდენჯერ შეეძლო ჩემთვის რომ ეკოცნა, მაგრამ ყოველ ჯერზე დამაიგნორა.

- კარგი რა ჩიმ, მე მეგონა რომ ჯინთან გინდოდა ყოფნა.

- მინდოდა ჯინი ძალიან კარგია, მაგრამ იუნგი ის ერთადერთია.

- თითქოს და ჯინისნაირი მეორე არსებობდეს.

- შენ რას მეტყვი შეაბი ჩვენი ლექტორი.

- არა და არც ვაპირებ.

- რატომ? ხომ იყავი მასზე შეყვარებული.

- შეყვარებული არა, უბრალოდ მომწონდა მაგრამ ახლა გულიც კი არ მიმდის.

- რაც ჩამოხვედი, მას მერე შეცვლილი მეჩვენები.

- არადა ისევ ის თეჰიონი ვარ.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang