საავადმყოფოსთან მანქანას ვაჩერებ და სამივენი მანქანიდან გადავდივართ. მამაჩემი გვხვდება და სამივენი უკან მივყვებით. ერთ-ერთ პალატაში შევდივართ სადაც თეჰიონს მშვიდად ძინავს.
- აქ როგორ მოხვდა?- ვეკითხები მამაჩემს.
- არ ვიცი იუნგი, ღამით ჩვენმა დარაჯმა დამირეკა და მას შემდეგ აქ ვართ, ის უგონოდ იყო. გონს რომ მოვიდა ექიმებმა საუბრის უფლება არ მომცეს ამ წამს ძინავს და როდესაც გაიღვიძებს ყველაფერს შემდეგ გავიგებთ.
მონი თეჰიონს უახლოვდება და მის ხელს ხელებში იქცევს ხოლო ქუქი აქეთ-იქით დადის. უკვე 2 საათი გავიდა რაც იქ ვართ, მაგრამ თეჰიონს ისევ ძინავს.
- შენ წადი დაისვენე მამა, თუ რამე შეგატყობინებ.
- არა იუნგი არსადაც არ წავალ, ამას როგორ მეუბნები. სანამ არ გავიგებ რა მოხდა აქედან ფეხს არ მოვიცვლი.- ამბობს ბატონი მინი და იქვე ჯდება.
***********
საწოლზე სხეული ირხევა თუ არა ეგრევე მასთან მივრბივარ.
- თეჰიონ...
- მონი?
- როგორ შემაშინე.
- აქ რას ვაკეთებ?
- ეს შენ უნდა გვითხრა შვილო აქ რატომ მოხვდი?- ამბობს ბატონი მინი თბილად და თეჰიონის ხელს წამიერად ხელებში იქცევს, შემდეგ კი მალევე ანთავისუფლებს.
თეჰიონი თვალს ოთახს ავლებს და შემდეგ ნელ-ნელა საუბარს იწყებს.
- ეს უბედური შემთხვევა იყო, ავსრიალდი და თავი ძლიერად დავარტყი, ალბათ დიდი ხნით ვიყავი გათიშული, თქვენი შეწუხება არ მინდოდა.- ამბობს თეჰიონი და მკრთალად გვიღიმის.
პალატაში ექიმი შემოდის.
- თავს როგორ გრძნობს ჩემი ყველაზე ლამაზი პაციენტი.- ამბობს ქალი და თეჰიონს უღიმის.
- უკეთესადაც ვყოფილვარ.- ამბობს სიცილით თეჰიონიც.
- მის წაყვანას როდის შევძლებ?- ვეკითხები ქალს.
ESTÁS LEYENDO
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfic- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...