კიმ თეჰიონი.

950 36 1
                                    


დილა როგორც ყოველთვის ტრადიციულად გინებით დაიწყო, მამაჩემი სამზარეულოდან ყვიროდა. საათს დავხედე 7 იყო, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი.

- შენი არაფრის მაქნისი ძმა სად აგდია?- ამბობს და ბოთლიდან ალკოჰოლს სვამს.

- შენც დილამშვიდობისა მამა.-ვამბობ და წვენს ვსვამ.

- მგონი რაღაც გკითხე, პატარა ნაბიჭვარო.-მიყურებს და სმას აგრძელებს.

- მის კურსელთან მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.-ვამბობ და ვცდილობ დამაჯერებლადაც გამომივიდეს.

- პროექტზე?-წამოიყვირა სიცილით კაცმა.

- დიახ.

- შე პატარა ნაბიჭვარო, რა გგონია ისე გამოვსირდი, რომ ეგრე მარტივად დამაბოლებ.-ამბობს და ჭიქას მესროულება, ვიცილებ და ისევ მას ვუსმენ.

- იმ უქნარამ რა უნდა გააკეთოს?კიდევ ერთხელ გკითხავ და სწორად მიპასუხე, ნუ მაიძულებ ამის გაკეთებას.

- უკვე გიპასუხე.-ვამბობ და წამოსვლას ვაპირებ.

უკან მომყვება და ერთი ძლიერი მოძრაობით ძირს ვარდები.

- მე გითხარი, ხომ გაგაფრთხილე არა.-ყვირის და 6-ჯერ ძლიერად მირტყამს ქამარს. ჩერდება განა იმიტომ რომ ვეცოდები.არა უბრალოდ სასმელმა თავისი ქნა, გაბრუებულია ეძინება და არაფრის თავი არ აქვს. ქამარს იქვე აგდებს მიყურებს და ბოთლით ხელში საძინებელში ადის.

მე იქაურობას თვალს ვავლევ, ვასუფთავებ ჩემს ოთახში ავდივარ,სამოს ვიცვლი და უნივერსიტეტისაკენ მივდივარ.

ყოველთვის მიყვარდა ფეხით სიარული. გზას მივუყვები და ვფიქრობ თუ სად არის მონი. კიმ ნამჯუნი ჩემი ძმაა.ის ჩემზე სამი წლით უფროსია, მაგრამ ოჯახში პოზიციები შეცვლილი გვაქვს, ძალიან ჭკვიანია და სულაც არ არის უქნარა. სანამ ის ნაბიჭვარი ლოთობს მონი მუშაობს, სწავლობს და ჩვენთან არის, მიუხედავად იმისა, რომ ამ სახლში ცხოვრება აუტანელია მამაჩვენის წყალობით.მაგრამ რას ვიზამთ ოჯახშ არ ვირჩევთ, ყველა ოჯახს ჰყავს შემარცხვენელი, ჩენთან კი ეს ჩვენი მამაა, მამა.- მეღიმება და ფეხს ვუჩქარებ. აუდიტორიაში შევდივარ სადაც ბექიონი მხვდება, მიღიმის და მეც ვუღიმი. მალევე ივსება აუდიტორია და ყველა მხოლოდ ახალ ცხელ მასალას განიხილავენ. ღმერთო ჩემო რა მოსაბეზრებელია ვფიქრობ ჩემთვის.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora