კიმ ნამჯუნი.

291 30 0
                                    

კლუბიდან გამოვდივარ. ისეთი დაღლილი ვარ რომ მთელი სხეული მტკივა. ეს სამსახური საშინლად მღლის მაგრამ იმისათვის რომ უზრუნველყოფილი ცხოვრება გვქონდეს ფული საჭიროა, ხოლო ამ სამსახურში საკმაოდ კარგ ანაზღაურებას ვიღებ. მღლის მაგრამ ღირს.

სახლისაკენ მივდივარ, ისეთი სიცივეა, რომ ტანში მაციებს და თანაც მგონი წვიმას დაიწყებს. დღეს რატომღაც ფეხით წამოვედი, გზაში მივდიოდი და ვფიქრობდი თუ როგორ წამომეწყო საუბარი თეჰიონთან. გადასვლაზე როგორმე უნდა დამეყოლიებინა არადა ვიცი რომ უარით გამისტუმრებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მამამ დედაჩვენი მოკლა მას ვერანაირად ვერ გავუმხელდი. უეცრად ვიღაცას დავეჯახე ძირს წიგნები დაუვარდა, ოდნავ გაბრაზებული სახით შემომხედა თუმცა მალევე წიგნების ასაღებად ძირს დაიხარა. მეც მას მივბაძე და ერთდროულად მოვკიდეთ ხელი" ალექსანდრე დიუმას გრაფი- მონტე კრისტო-ს" წიგნებს ჩანთაში ალაგებს და მიღიმის.

- როგორ ხარ ჯინ? ბოდიში.

- არაუშავს თავად როგორ ხარ? მე ვარ რაა.- ამბობს სიცილით.

- ცოტათი დაღლილი ვარ, ეხლა ვბრუნდებოდი სახლისაკენ სამსახურიდან.

- სად მუშაობ?

- ერთ-ერთ კლუბში.

- გასაგებია.

- შენ სად იყავი?

- მეგობართან ვიყავი რაღაც წიგნები მინდოდა და წამოვიღე.

- გრაფი მონტე-კრისტო კარგია.- ვამბობ და მეღიმება.

- ნუთუ კიმ ნამჯუნსაც უყვარს კითხვა.- ამბობს და თვალს მავლებს.

- სწორედაც, რომ უყვარს.- ვამბობ სიცილით.

- საინტერესოა, ამას არ მოველოდი.- ამბობს ჯინი.

- აჰაა და ჩემზე რა იცი? ნუთუ ინფორმაცია მოიძიე ჩემზე?

- ნუ ცოტა რამ გავიგე.- ამბობს და ლოყები უწითლდება.

- ვინ დაკითხე? და რა გაიგე?

- ნუ ვიცი რომ ამჟამად მარტო ხარ. ასევე ვიცი რომ საშინლად ცეკვავ. კიდევ ის რომ ბაბნიკი ხარ და ნუ მოკლედ ასე შემდეგ.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Onde histórias criam vida. Descubra agora