პარკ ჯიმინი.

313 29 0
                                    


დილით უნივერსიტეტისაკენ სირბილით წავედი, მეგონა მაგვიანდებოდა, მაგრამ შევცდი ასე, რომ უკვე ნახევარი საათია რაც თეჰიონს ველოდები. და აი ძლივს გამოჩნდა. აუდიტორიაში ერთად შევდივართ და ლექციის დაწყებას ველოდებით. ლექტორი შემოვიდა თუ არა მას უკან დეკანიც ბატონი მინი მოჰყვა.ყველანი მივესალმეთ.

- ბავშვებო ჩვენ ორი ახალი სტუდენტი გვყავს.- ამბობს ჩვენი ინგლისურის ლექტორი თუმცა არა ინგლისურად არამედ ქართულად, როდის შემდეგ არღვევს წესებს გვაიფიქრე და ჩამეღიმა როდესაც ქალის გაწითლებული ლოყები დავინახე.

- გამარჯობათ, მე ჯეონ ჯანქუქი ვარ.

- მე კიდევ უბრალოდ გენიოსი.- ამბობს პირბადესა და კეპში სახე დაბურული ბიჭი. მის ამ სიტყვებზე ყველას ეცინება, ხოლო ბატონი მინი ახველებს.

- მინ იუნგი, იმედია ერთმანეთს გავუგებთ.- ამბობს ბიჭი და ამ სახელისა და გვარის გაგონებაზე ტაო მაყრის. არა შეუძლებელია. დედამიწაზე უამრავი მინ იუნგი არსებობს რაღა მანდამაინც ის იქნება.

დეკანი რაღაცას საუბრობს თუმცა მე არაფერი არ მესმის. კალამი მივარდება და მის ასაღებად ძირს ვიხრები კეპიანი ბიჭიც იგივეს აკეთებს და ხელს ორივე ერთდროულად ვკიდებთ კალამს. შემდეგ ხელს ოდნავ მიჭერს მას ვუყურებ, წამიერად კეპს იწევს და თვალებში მიყურებს. სხეულში მცრის შეუძლებელია რომ ის იყოს, მაგრამ არა ის არის. მხოლოდ მას აქვს ასეთი გამოხედვა, მხოლოდ ამ მზერას შეუძლია ჩემი ასეთ მდგომარეობაში ჩაგდება.მიყურებს თუმცა მალევე ვინთავისუფლებ ხელს და ჩემს ადგილს ვუბრუნდები. მთელი ლექცია სხეული მეწვის, ვგრძნობ რომ მბურღავს მისი მზერით, ამისთვის მიტრიალებაც კი არ მჭირდება.წამებს ვითვლი რომ აქედან გავღწიო, სწრაფად მოქმედ ნაღმს ვგავარ. ლექციის დამთავრებისთანავე გარეთ გავრბივარ და პირველივე აუდიტორიაში შევრბივარ, მალევე თეჰიონიც და ჯინიც შემოდიან და რმოდენიმე წამი უბრალოდ მიყურებენ.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Where stories live. Discover now