დილით ადრევე ვდგები და ნამჯუნის სანახავად მივდივართ მე და ქუქი.
- როგორ ხარ ჯუნ?- ვეკითხები მას თუმცა მხოლოდ გამოხედვითაც მიხვდები, რომ ძალიან ცუდადაა თვალები ჩაწითლებული და დასიებული აქვს, რაც იმაზე მიმანიშნებს რომ მთელი ღამე ტირილში გაატარა. ამას ერთვის ისიც რომ თეჰიონი ჯინის გამო ხშირად ტუქსავს, მაგრამ ბოლოს მაინც ლბება და ჯუნს გულში იკრავს.
- სად მიდიხარ?- ეკითხება ქუქი თეჰიონს.
- ჰოსოკთან.- ამბობს ღიმილით თეჰიონი და ვხედავ ქუქს თუ როგორ ათამაშებს თითებს ნერვიულობისა და სიბრაზის ნიადაგზე.
- ჰოსოკთან.- იმეორებს ქუქი.
- დიახ.
- და თქვენ ორი ძალიან დაახლოვდით არა?- ეკითხება და თვალებს არ აშორებს.
- რას გულისხმობ?- ეკითხება თეჰიონი წარბაწეული.
- არაფერს არ ვგულისხმობ.
- ჰო და ძალიანაც კარგი, ჯუნ დღეს გვიან მოვალ, ჰოსოკთან ერთად კლუბში მივდივართ.
- მიდიხართ?- ვეკითხები მას.
- ჰო, მე ჰოსოკი, ჯინი და ჯიმინი მივდივართ, ჰოსოკის იდეაა უნდა რომ კარგ ხასიათზე დაგვაყენოს თუმცა კი მე ვთვლი რომ მისი ღიმილიც კი საკმარისია ამისათვის.- ამბობს თეჰიონი და ოთახიდან გადის.
- ჯანდაბა.- ამბობს ქუქი და იქვე გაბრაზებული ჯდება, მოიცა ამათ შორის რამე ხდება?- გავიფიქრე და კიდევ ერთხელ გავხედე ქუქს რომელიც თითებს ნერვიულად ათამაშებდა, არ ვიცი რატომ მაგრამ გამეღიმა.
ცოტა ხნით კიდევ ვისაუბრეთ და შემდეგ ჯუნს დავემშვიდობეთ ღამით კლუბში მიდიოდა სამუშაოდ. ქუქის ვუყურებ რომელიც აშკარად ნერვიულობს...
- რას ფიქრობ შენი აზრით ჰოსოკის ბრალია რაც ჯინსა და ნამჯუნს დაემართათ?- ვეკითხები მას და თვალს ვავლებ.
- არ ვიცი, თავად თქვა რომ არ იყო მისი ბრალი.
- მისი გჯერა?
ESTÁS LEYENDO
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfic- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...