საწოლიდან ფეხზე ვხტები და ოთახში აქეთ-იქით დავდივარ მთელი სხეული ოფლით მაქვს დაცვარული, თავი სადაცაა გამისკდება. ისევ იგივე ისევ ის წყეული კოშმარი. სააბაზანოში გიჟივით შევრბივარ და წყლის ქვეშ ვდგები, სხეული მისველდება მაგრამ მე მაინც ვერ ვგრძნობ შვებას.ერთი შეხედვით უნაკლო სხეული მაქვს, მაგრამ გარეგნობა მატყუარაა. სხებისთვის უნაკლო ჩემთვის კი გულისამრევი. რადგან ეხლაც ვგრძნობ იმ ბინძური ხელების კვალს , აყროლებული პირის და ჩაყვითლებული კბილების შეხებას. თვალებს ძლიერად ვხუჭავ მინდა, რომ უბრალოდ ყველაფერი სიზმარი იყოს, მაგრამ ჩემი სურვილები ისინი უკვე რა ხანია დაიმსხვრა, ოცნებები ბედნიერი წუთები. მე ფრთები იმაზე ადრე მომაჭრეს ვიდრე წარმოვიდგენდი, ეხლაც სარკეში ვაკვირდები საკუთარ სხეულს თავს და კვლავ გულისრევის შეგრძნება მაქვს. "ასეთი ვის ეყვარები ბიონ ბექიონ?"-არავის არ ეყვარები, როგორ შეგიყვარებს სხვა, თუკი საკუთარი თავის შეყვარება თავადაც არ შეგიძლია. იყო ჩემს ცხოვრებაში ბედნიერი წუთებიც და მეც ვხედავდი სამყაროს მრავალფერადს, მაგრამ დღესდღეობით ჩემთვის მხოლოდ შავი და ნაცრისფერია სამყარო.
აუდიტორიაში ვზივარ დ ველოდები ჩემს შეყვარებულს, ჩემს ჩანიოლს. მიყვარს მასთან დროის გატარება, ერთმანეთს კარგად ვუგებთ და გულახდილად რომ ვთქვა ის ვნებაც მიყვარს რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს. როცა მასთან ვარ მე მავიწყდება ყველაფერი თუნდაც წამებით საათებით მაგრამ შემდეგ ისევ იგივე კოშმარები მიპყრობს. ერთმანეთი გვიყვარს მაგრამ არა იმ დონემდე, რომ ერთმანეთისათვის თავი გავწიროთ. უბრალოდ ჩვენი ვნებების მონები ვართ. ვნება, მეგობრობა სექსი- ყველაფერი იყო ჩვენს ურთიერთობაში, ასევე მცირე დოზით სიყვარულიც. ცოტაოდენი სიყვარული გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ცოტაოდენი რადგან მე ვერ შევძელი იმ იდიოტის დავიწყება, რომელმაც მაგრძნობინა თავი სასურველად, ახლაც სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლის ჩვენი კოცნის გახსენებაზე.
ESTÁS LEYENDO
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfic- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...