კიმ სოკჯინი.

384 30 0
                                    

დილით ადრე ვდგები თავს ვიწესრიგებ და მისაღებში ჩავდივარ. სახლი საშინლად ჩუმია, არაფრის მთქმელი. არადა იყო დრო როდესაც აქ ბედნიერების ჰანგები ისმოდა. სარკეში კიდევ ერთხელ ვავლებ საკუთარ ანარეკლს თვალს, ჩანთას ვიღებ და თეჰიონის სახლისაკენ მივდივარ.

ამაყად მივაბიჯებ და ხალხის აღტაცებაზე მეღიმება, მათ ხომ საერთოდ არ იციან ვინ ვარ? მათ საერთოდ ისიც კი არ იციან, რომ ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია და ამ სილამაზის მიღმა ჩემი ტკივილია. მათ ვუყურებ და ხშირად მეცინება. დღეს ხომ ყველა მეტრფის, ყველას ვუყვარვარ. იმ სიყვარულს მჩუქნიან რომელსაც პატარაობიდან მაყვედრიდნენ.

არც თუ ისე კარგი ბავშვობა მქონდა მაგრამ როგორც იტყვიან ბედს მაინც არ ვუჩივი. რომ არა ისინი ვინ იცის? შესაძლოა მკვდარიც კი ვყოფილიყავი. მამამ სმა დაიწყო როდესაც დედამ ის სხვა მამაკაცის გამო მიატოვა, მაგრამ არა მარტო მამა არამედ მეც მიმატოვა და ერთხელაც არ უფიქრია თუ რა დამემართებოდა მისი წასვლის შემდეგ.

მამის სიკვდილის შემდეგ ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი მივლიდნენ, მათი გარდაცვალების შემდეგ კი ყველაფერი მე დამრჩა. ასე, რომ საკმაოდ შეძლებული პიროვნება ვარ. ბვერს ამაყი ვგონივარ, ზოგსაც ნარცისი, მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ არ მიცნობენ. საკუთარი თავის დაფასება მიყვარს. ისეთი მიყვარს საკუთარი თავი როგორიც ვარ და დიდად სხვისი აზრი არ მაინტერესებს. მათ არაფერი იციან ჩემზერ და არც ეს მადარდებს. თითქმის ყველა ცდილობს რომ ჩემთან გააბას ურთიერთობა. ყველას რაღაც უნდა ჩემგან, მაგრამ მათში საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობ ვერ ვხედავ.

სხვათა შორის გეი ვარ სწორედ ამის გამო არ მქონია ბედნიერი ცხოვრება. ნუ ბიძაჩემს დიდად არ სიამოვნებდა ჩემი გადახრები ასე, რომ ბევრჯერ დამიგემოვნებია მისი ქამარი. არავინ არ იცის რომ ჩემს სრულყოფილ და უნაკლო სხეულს აქა იქ შრამებიც ამშვენებს.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora