აეროპორტში ვზივარ და მხოლოდ მასზე ვფიქრობ. მიხარია რომ ასე ძლიერად ვუყვარვარ, მაგრამ ვწუხვარ, რომ არ შემაჩერა. ჩემს მშობლებს თვალს ვავლებ ბედნიერები არიან, ჩემით ამაყობენ, შესაძლოა მეც მეამაყა და ბედნიერი ვყოფილიყავი მაგრამ ამ წამს მხოლოდ ჩემი იუნგი მჭირდება. მჭირდება მისი სითბო რომელიც მიყვარს, ღიმილი რომელიც სულს მითბობს და მინათებს, მისი სურნელი რომელიც მაგიჟებს, მისი სიყვარული რომლის გარეშეც ვერ ვძლებ.
- ასე არ შემიძლია.- ვამბობ და მშობლების გაკვირვებულ მზერაზე საუბარს ვაგრძელებ.- ვერ გავფრინდები არ შემიძლია.
- რა ხდება ჯიმინ?- მეკითხება მამა.
- მე არ მინდა, ვერ წავალ.
- ეს ხომ შენი ოცნებაა ჯიმინ.- აგრძელებს საუბარს დედა.
- შესაძლოა ერთ დროს იყო, მაგრამ აქ იმაზე მეტად მნიშვნელოვანი ადამიანი მყავს ვიდრე ეს ცეკვებია. არ შემიძლია გთხოვთ მაპატიეთ თუ იმედებს გიცრუებთ, მაგრამ მე მის გარეშე მოვკვდები.
- ის ბიჭი?- წამოიწყო მამამ.
- ჰო, მას იუნგი ჰქვია და იმდენად ძლიერად ვუყვარვარ რომ თავისი სიყვარული გაიღი მსხვერპლად რომ ჩემი ოცნებები ამესრულებინა, მაგრამ მის გარეშე არაფერი მინდა.- ვამბობ და სანამ რამეს მეტყვიან ორივეს ვკოცნი. გარეთ გამოვდივარ, თეს ვწერ და იმ კაფისაკენ მივდივარ სადაც ისინი ამ წამს არიან. კაფიდან გამოდიან და მეც უკან მივყვები, სურპრიზი მინდა რომ მოვუწყო, მაგრამ ყველაფერი თავზე მენგრევა როცა სროლის ხმა მესმის, იმ მიმართულებისაკენ მივრბივარ სადაც ბიჭებს ვკრავ თვალს ძირს კი ჩემს იუნგის ვხედავ სისხლით მოსვრილს, მისკენ მივრბივარ ვყვურივარ, მაგრამ რას თვითონაც არ ვიცი თუმცა მიახლოვებისთანავე მხვევს ხელებს. გულში მიკრავს და ცოტა ხნის შემდეგ ითიშება.
სანამ ქუქი პოლიციას ჩვენებას აძლევს ჩვენ ვიცდით და ექიმის გამოსვლას ველოდებით. საათები საუკუნეებად იწელება, ყველანი ექიმისაკენ მივრბივართ რომელიც ღიმილით იწყებს საუბარს.
ŞİMDİ OKUDUĞUN
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Hayran Kurgu- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...