საჩუქარი კიმ ნამჯუნისაგან.

267 28 1
                                    

დილით სასიამოვნო სურნელი მაღვიძებს საწოლიდან ვდგები საააბაზანოში შევდივარ თავს ვიწესრიგებ საწოლს ვალაგებ და სამზარეულოში გავდივარ სადაც ჯინს ვხედავ.

- ჰეიი.

- დილამშვიდობისა ნამჯუნ.

- რას აკეთებ?

- რატომღაც ტკბილი მომინდა და ბლინებს ვაცხობ.- ამბობს და მიცინის.

- ბლინები? კარგია მიყვარს ბლინები.

- მალე მზად იქნება და სუფრასაც გავშლი.- ამბობს და ტაფას დაჰყურებს.

- არ მეგონა ასე ძალიან თუ გიყვარდა სამზარეულო.

- ძალიან მიყვარს, ჭამაც მიყვარს იმედია მსუქანი არ გეჩვენები. ხშირად მგონია რომ მსუქანი ვარ მაგრამ ჭამას მაინც ვერ ველევი.- ამბობს და მაგიდაზე თეფშებს ალაგებს.

- ზღვის პროდუქტს ვერ ვჭამ.

- ვიცი სწორედ ამიტომ შენთვის მაკარონი გავაკეთე ბლომად ყველით.

- მადლობა ჯინ.

- გემრიელად მიირთვი.

ჭურჭელს ვრეცხავთ და მისაღებში გავდივართ, დივანზე ვჯდებით.

- სადმე ხომ არ წავსულიყავით?- ვეკითხები მას და თვალს ვავლებ.

- კარგი აზრია, მაგრამ ჯერ უნდა ვივარჯიშოთ.

- ვარჯიშის შემდეგ პარკში წავიდეთ.

- კარგი.- ამბობს და ჩანთას იღებს. მეც მას ვბაძავ და ჩვენი სავარჯიშო დარბაზისაკენ მივდივართ. კიდევ კარგი რომ აქაური ქორეოგრაფი გვეხმარება და ლმობიერად გვეპყრობა ორივეს. ეხლაც რამოდენიმე დღის წინ ახსნილი ილეთის გაუმჯობესებას ვცდილობთ და ერთი და იგივეს ვიმეორებთ რომ დავხვეწოთ თუმცა კი უშედეგოდ.

- არა ჯინ ეგრე არა.- ვეუბნები მას და მის სახეზე მეღიმება.

- მეც ვიცი, რომ არასწორად ვაკეთებ.- ამბობს და იქვე ჯდება.

მეც გვერდით ვუჯდები, ცოტა ხნით ჩუმად ვართ, შემდეგ კი ისევ ვდგებით. ზურგიდან ვუდგები ხელებს ვხვევ და ერთდროულად ვიწყებთ მოძრაობას.- - - ერთი, ორი სამი.- ვამბობ და ვატრიალებ ჯინს.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Donde viven las historias. Descúbrelo ahora