გარიგება.

224 24 2
                                    


-სად მიდიხარ?- მეკითხება ღიმილით ჯიმინი.

- პაემანზე.

- ოუუ.

- ჰოო ძლივს დავიყოლიე ბექიონი.

- და სად მიდიხართ?

- კინოთეატრში.

- სერიოზულად ჰოპი უკეთესი ადგილი ვერ იპოვე?

- რაღაც ახალი ფილმი გამოვიდა და იმის ყურება ძალიან უნდოდა ბექიონს ასე, რომ სწორედ იქ მივდივართ სადაც თვითონ უნდა.

- გასაგებია.

- და შენ სად მიდიხარ?

- იუნგისთან, ტანსაცმლის გამოსაცვლელად მოვედი.

- როგორ არის?

- ცუდადაა მიუხედავად იმისა, რომ უკვე კვირაა რაც დედამისი დავკრძალეთ, ძალიან ცუდადაა.

- წამოდი სახლამდე მიგიყვან.

- არა იყოს პაემანზე არ დააგვიანო.

- ჯერ დრო მაქვს, ასე რომ წამოდი წავედით.

იუნგის სახლისაკენ მივდივართ, იუნგისა და ბატონ მინს ვემშვიდობები და კინოთეატრისაკენ მივდივარ სადაც ბექიონი მელოდება.

- ჰეიი.

- მშვენივრად გამოიყურები ბექიონ.

- მადლობა, წავიდეთ?

- ჯერ პოპკორნი და სამელები უნდა ვიყიდო ჩვენთვის.

- კარგი.

ფილმი დაიწყო, მაგრამ ერთადერთი რაც შემეძლო ბექიონის ცქერა იყო, მას ვუყურებდი და მეღიმებოდა როცა ის იცინოდა. მიყვარდა მისი ღიმილი, ვხედავდი როგორ უყურებდა ფილმს და თვალს ვერ ვაშორებდი.

- ასე ნუ მაშტერდები.

- ასე როგორ?

- თითქოს და მსოფლიოში ჩემზე უკეთესი არავინ არ არსებობდეს.

- ეს ასეც არის.

- კაი ერთი?

- მართლა შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ.

- ნუთუ?

- ჰო, უშენოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.- ვჩურჩულებ მის ყელში და ნაზად ვეხები ბაგეებით რაზეც ეღიმება.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Dove le storie prendono vita. Scoprilo ora