კვირა გავიდა მას შემდეგ რაც დედაჩემი დავასაფლავეთ, პოლიციაში დავდიოდით და ჩვენებებს ვაძლევდით, საშინლად მაღიზიანებდა ეს პროცესი. სახლში შევდივარ ბარგს ვალაგებ და ჩემი სახლისაკენ მივდივარ სადაც ჩემი პატარა მელოდება. შესვლისთანავე სამზარეულოში მოფუსფუსე თეჰიონს ვხედავ ვუხალოვდები ხელებს ვხვევ და კისერში კოცნას ვუტოვებ.
- დაბრუნდიი?
- გენატრებოდი?
- ძალიან და შენ?
- მეც პატარავ.
- წადი თავი მოიწესრიგე, მანამდე მე სუფრას გავშლი.
- კარგი.- ვამბობ ჩვენს ოთახში ავდივარ აბაზანაში შევდივარ ცოტა ხნის შემდეგ გამოვდივარ და კარზე ატუზულ თეჰიონს ვუყურებ.
- თეე...
საუბარს არ მაცდის, ძლიერად მეკვრის სხეულზე და ჩვენს ბაგეებს აერთებს. მკოცნის და მეც ვყვები მას კოცნაში, ჰაერის უკმარისობის გამო იძულებული ვართ რომ გაჩერდეთ.
- ეს რისთვის?
- უბრალოდ მინდოდა და თან ძალიან, ძალიან მენატრებოდი.
- მეც მენატრებოდი პატარავ.- ვამბობ და კისერში სველ კოცნას ვუტოვებ, ისიც მიკოცნის კისერს და ხელებს ჩემს სხეულზე ასრიალებს. მიყვარს როდესაც სხეულზე მეხება, თუმცა ამ ბოლო დროს ხშირად იწყენს და თითებს ჩემს შრამებს ავლებს თან სევდიანი მიყურებს.
- ჰეიი.
- ვიცი, რომ არ გიყვარს მაგრამ თავს ვერ ვერევი, ეს ყველაფერი ჩემს გამო დაგემართა, რომ არა მე...
- შშშ პატარავ, ასე ნუ ამბობ.
- მაგრამ...
- გინდა საიდუმლოს გაგანდობ.
- საიდუმლოს?
- ჰოო.
- კარგი, გისმენ.- ამბობს და მიყურებს.
- იცი მე ეს შრამები ძალიან მიყვარს.
- რაა?
- ჰო, ესენი ჩემი სიყვარულის ნიშანია, მე შენს გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი, ძალიან მიყვარხარ პატარავ, ძალიან მიყვარხარ.
YOU ARE READING
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfiction- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...