სახლში მივდივართ და პოლიცია ისევ იქ გვხვდება, მამაჩემის კაბინეტს ვუჩვენებ და მალევე წიგნების გადმოლაგებას იწყებენ, უეცრად კარს აღებენ, ჯერ კიდევ შოკში ვარ, არ ვიცოდი, თუ საიდუმლო ოთახიც არსებობდა ჩვენს სახლში. ოთახში შევდივარ და ორმაგ შეტევას ვიღებ . კედლებზე, იატაკზე ყველაგან თეჰიონის ფოტოებია, ეს კი სულაც არ მომეწონა, სრულჭკუაზე მყოფ ადამიანს ასეთი ოთახი არაფერში არ სჭირდება.
ცოტა ხნის შემდეგ პოლიცია მიდის, მისაღებში ჩავდივარ, ოთახს თვალს ვავლებ ვერც ქუქის ვხედავ და ვერც თეჰიონს. გული ცუდს მიგრძნობს არ ვიცი რატომ, მაგრამ თეჰიონზე ფიქრები არ მასვენებს.
- ჯუნ თეჰიონი სად არის?- ვეკითხები მას.
- ის და ქუქი ერთად აპირებდნენ მოსვლას, ქუქიმ მითხრა რომ გაუვლიდა.
- გთხოვ დაურეკე მათ.
- რა ხდება იუნგი?- მეკითხება ჯინი.
- სახლში ერთი ოთახი ვიპოვეთ და იქ სულ თეჰიონის ფოტოებია, ეს ოთახი კი მამაჩემს ეკუთვნის, არ ვიცი რატომ მაგრამ ვნერვიულობ. უკვე აღარ ვიცი თუ რას უნდა მოველოდე მისგან, ისიც არ ვიცი რისი ჩამდენია მამაჩემი.
ქუქს ვურეკავთ, ასევე თეჰიონსაც, მაგრამ არცერთი არ გვპასუხობს.
- კიდევ ცადე ჯუნ, გთხოვ.
ისევ ვრეკავთ და ველოდებით პასუხს, ძლივს გვპასუხობენ.
- თეჰიონ.
- რა ხდება ჰიონ?
- სად ხარ ამდენ ხანს? რატომ არ იღებდი?- აყრის კითხვებს ნამჯუნი.
- ქუქისთან ერთად ვიყავი, საშხაპეში და ახლახანს გამოვედით.
- იუნგისთან ვართ, იქნებ მოხვიდე.- ამბობს ჯუნი.
- მინდა, მაგრამ ვერ მოვახერხებთ ჯუნ მე და ქუქი დეიდა სოს სანახავად მივდივართ.
- დეიდა სოს?
- ჰოო დღეს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ქუქისაც უნდა მისი გაცნობა.
VOCÊ ESTÁ LENDO
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfic- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...