დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს საწოლიდან ვდგები და ერთმანეთზე მიხუტებულ გოგონებს ვკრავ თვალს, თავს ვიწესრიგებ კონვერტს ვტოვებ და სახლისაკენ მივდივარ. ჩემს ოთახში ავდივარ და ჩემს პატარა ბარტყს ვწერ. მენატრება სეული უკვე წლებია რაც საფრანგეთში ვარ, ჩემი ცეკვა, კარიერული წინსვლა, ყოველდღიური ცხოვრება, კლუბები, სასმელი, გოგონები და ხშირ-ხშირად ბიჭებიც, საწუწუნო მართლაც რომ არაფერი არ მაქვს. არაჩვეულებრივი ცხოვრება მაქვს, ისეთი როგორზეც უამრავი ოცნებობს. მისაღებში ჩავდივარ სადაც ჩემები ზიან ყავას მიირთმევენ კრუასანებთან ერთად.
- ჰოსოკ როდის დაბრუნდი?- მეკითხება დედაჩემი ღიმილით.
- ახლახანს მოვედი, ძალიან დავიღალე.
- და რამ დაგღალა რა საინტერესოა.- ამბობს მამაჩემიც და თვალებში მიყურებს.
- ცხოვრებამ... კარგია რომ ერთად ვართ თქვენთვის სიახლე მაქვს.
- გისმენთ.- ერთდროულად მპასუხობენ ორივე.
- კორეაში ვბრუნდები.
- რააა? ეს როდის გადაწყვიტე?- ყვირის დედა.
- ვერსადაც ვერ წახვალ, შენი ცეკვა, ცხოვრება, ტურნირები. როგორ შეგიძლია ყველაფერ ამაზე უარის თქმა.- ყვირის მამაც
- მე არაფერზე არ ვამბობ უარს, სანამ ჩემი მეწყვილე არ გამოკეთდება მანამდე ვწყვეტ ცეკვაში ვარჯიშს.
- ნუ სულელობ ჰოსოკ.
- არ ვსულელობ დედა.
- გითხარი ფეხს ვერ გაადგამ მეთქი.- ყვირის მამაც.
- ვნახოთ როგორ შემაჩერებთ. მე მაინც წავალ.- ვამბობ ოთახში ავდივარ საწოლზე ვწვები და უკვე ჩალაგერბულ ბარგს ვავლებ თვალს
დილით ადრევე ვდგები და აეროპორტისაკენ მივდივარ, თვითმფრინავში საკუთარ ადგილს ვიკავებ და ფიქრების კორიანტელში ვიძირები. ძალიან მიყვარს ცეკვა, მაგრამ ცეკვის გარდა უამრავი რამ მაინტერესებს. ასე, რომ სწორედ ის დრო დამიდგა, რომ ჩემს მეორე მეს ეზეიმა. სეულში ჩავედი თუ არა თავი მშვიდად ვიგრძენი, როგორც კი ჩავისუნთქე სუთა ჰაერი. ვიგრძენი თუ როგორ მომნატრეაბია ჩემი ქალქი. ტელეფონით ფეისბუქზე საერთო პოსტიც მოვნიშნე.
VOUS LISEZ
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfiction- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...