არ მიმატოვო გთხოვ.

279 26 0
                                    


- და აი კიდევ ერთხელ დაამტკიცა კიმ თეჰიონმა, რომ ყოვლისმცოდნეა.- ვამბობ და ვუღიმი.

- ვცდილობ, ჯერჯერობით ვლიდერობთ, მაგრამ ყველაფერია მოსალოდნელი.- ამბობს და მიცინის.

- სადმე ხომ არ წავიდეთ?- ვეკითხები მას.

- არსად არ მინდა წავლა ქუქ, ეხლა სახლში მივალ, თავს მოვიწესრიგებ, წამოვწვები და წიგნს წავიკითხავ, მერე კი...

- კარგი რა თეჰიონ თითქმის თვე შესრულდება რაც აქ ვართ და სულ სახლში ხარ, სულ წიგნს კითხულობ.

- იმას ვაკეთებ რაც სიამოვნებას მანიჭებს.

- მაგრამ თუ შეამჩნიე, მე შენთან ერთად დროის გატარებას ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ.

- ჩვენ სხვა და სხვა გემოვნება გვაქვს ქუქ.

- სულაც არა.

- რაღაც ეჭვი მეპარება.

- თეჰიონ.

- ჯანქუქ რა გინდა?

- გთხოვ დღეს სადმე წავიდეთ.

- არ მინდა კლუბში წამოსვლა ქუქ.

- კლუბში ნუ წავალთ, პარკში გავისეირნოთ.

- პარკში?

- ჰო, პარკში წავიდეთ, გავისეირნოთ.

- და დღევანდელი შენი გეგმები?

- ისინი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, რას იტყვი თანახმა ხარ.

- კარგი წავიდეთ.- მეუბნება და სახლისაკენ მიდის აბაზანაში შედის და პირსახოც მოდებული გამოდის. მთელი ეს დრო მასთან დაახლოებას ვცდილობ, მინდა რომ მის სხეულს შევეხო, ეს რაღაც ახალი და უცხოა ჩემთვის. ყოველ დღე მის ტუჩებს ვუყურებ და სულ თავში მიტივტივდება ჩვენი კოცნა, ვუყურებ და საკუთარ ტუჩებს ვიკვნეტ იმდენად მინდა რომ ისევ ვაკოცო.ჩვენი კოცნის შენდეგ ის ისე იქცევა თითქოს და არაფერი მომხდარა, მე კი მას შემდეგ ლამისაა ჭკუიდან გადავიდე, ის არამარტო ჭკვიანია არამედ ყველანაირად უნაკლოა. მე ის მომწონს და აი უკვე სულაც არ მანაღვლებს ის ფაქტი, რომ მის გამო გეიც ვხდები. იმდენად ძლიერად მინდა რომ ჩემს მკლავებში მოვიქციო, აღარ ვიცი რა გავაკეთო ამისათვის. მას ვუყურებ თავს იწესრიგებს და საწოლზე ჯდება, რათქმა უნდა მისი წიგნიც არ ავიწყდება, მასთან მივდივარ და ვაშტერდები.

Oh This  Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️Onde histórias criam vida. Descubra agora