შუადღით ვდგები, უკვე 2 კვირაა რაც აქ ვართ და გულახდილად, რომ ვთქვა თავს არც თუ ისე ცუდად ვგრძნობ. იუნგი უფრო ლმობიერი გახდა ტბის ინციდენტის შემდეგ. ხშირად კი მაწვალებს, მაგრამ ეს ფარგლებს არ სცდება. ვმეგობრობთ, ვიცინივართ ერათად დროს კარგად ვატარებთ.
აბაზანიდან გამოვდივარ პირსახოც მოდებული და ოთახში აქეთ-იქით დავდივარ, მის მზერას ვგრძნობ რაც ძალიან მსიამოვნებს, თუმცა კი როგორც თვითონ ამბობს გეი არ არის. ეხლა ისე მიყურებს, რომ ამ მოსაზრებაში ეჭვი მეპარება.
- იუნგი.
- უუუ.
- პირი დახურე, რამე არ შეგიფრინდეს.
- რაა?
- როდესაც მიყურებ სულ პირღია ხარ.- ვამბობ და ვიცინი.
- ვინ მეე?
- არა მეე.
- კარგი გამომიჭირე... გიყურებ ხოლმე და ვერ ვხვდები, შენზე მეტს ვარჯიშობ და ჩემზე კარგი ტანი როგორ გაქვს.
- ჩემზე მეტს ვარჯიშობ? და რაში შემახსენე ძილში?
- ყველაფერში, განსაკუთრებით კი ძილში.- ამბობს სიცილით.
- დღეს რას აპირებ?
- კლუბში რომ გოგო გავიცანი მას ვხვდები.- ამბობს და მიყურებს.
- რომელი? გუშინ რომ გაიცანი?
- არა ეგ ერთი ღამისათვის მყავდა.
- ოჰო, დროს არ კარგავ.- ვამბობ სიცილით.
- ვცდილობ. ის ერთი ცოტათი თავს იფასებს, მაგრამ მე არ ვიყო იუნგი თუ 2 დღეში არ გავჟიმო.
- ესეთი დარწმუნებულიც ნუ იქნები, რა იცი რა ხდება.
- ვიცი ჩემს შარმს ვერ გაუძლებს. აბა კარგად დამაკვირდი.- ამბობს ჩემსკენ მოდის ტრიალდება და მიცინის."ღმერთო ჩემო რა საყვარელია"- გავიფიქრე წამიერად.
- და შენი აზრით ამით შეაბამ გოგოს?
- და შენ რას მირჩევ პაწაწუნავ, რამდენადაც ვიცი არავის არ ხვდები,უპს შესწორებას შევიტან, მე მხვდები ყოველდღე.
YOU ARE READING
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfiction- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...