ოთახში ვზივარ და მამაჩემს თვალს ვერ ვაშორებ ტირის და სვამს... სვამს და ტირის შიგადაშიგ კი რაღაცეებსაც ბურტყუნებს.
- წავალ თეჰიონს მოვძებნი.- ვამბობ თუმცა ფეხს ვერ ვადგამ ადგილზევე ვიყინები, როდესაც მისი ხმა მესმის.
- შენც მაპატიე ჯუნ. ვიცი საშინელი ადამიანი ვიყავი, ვიცი ყველაზე საშინელი მამა ვიყავი, ვიცი რომ ტკივილს გაყენებდი, მაპატიე პატარავ, გთხოვ შენც მაპატიე.
- ასე რატომ საუბრობ მამა თითქოს და გვემშვიდობები.
- გული მიგრძნობს ჯუნ მე მალე აღარ ვიქნები სასაცილოდ ჟღერს მაგრამ ასეა, წავალ შენც დაგასვენებ და სხვებსაც.
- მამა.
- მისმინე ჯუნ გთხოვ თეჰიონს გაუფრთხილდი, გთხოვ სახლში დააბრუნე. მისი ნახვა მინდა, უნდა ვნახო უნდა მაპატიოს. შენც უნდა მაპატიო, გთხოვ მაპატიე.
- კარგი დამშვიდდი მამა გთხოვ დამშვიდდი.
- მაპატიე ჯუნი მითხარი რომ მაპატიე.
- უკვე რა ხანია გაპატიე მამა. გთხოვ დამშვიდდი თორემ ასე ვერ დაგტოვებ და თეს მოსაძებნად ვერ წავალ.
- მშვიდად ვარ ჯუნი დააბრუნე ჯუნ გთხოვ ჩემი პატარა დააბრუნე.
- კარგი, მასთან ერთად მოვალ, თუ რამე დაგირეკავ.
- გელოდებით, ფრთხილად იყავი ჯუნ.
გარეთ გამოვდივარ და ისევ ვურეკავ თეჰიონს არ მპასუხობს. ვიცი, რომ არასოდეს არ გამცემს ხმას ვიცი, რომ ამ წამს ვერ მიტანს მაგრამ აუცილებლად უნდა ვნახო, უნდა ვესაუბრო. ვურეკავ მაგრამ არ მპასუხობს, ბოლოს ჯიმინს ვურეკავ.
- ნამჯუნ...
- ჩიმ თე შენთან ხომ არ მოსულა?
- ჩემთან?
- ჰო ჩიმ.
- არა ჯუნ რამე მოხდა?
- ცოტა ვიჩხუბეთ ჩიმ და სახლიდან წავიდა.
ESTÁS LEYENDO
Oh This Fucking But Beautiful Love. / Completed / ✔️
Fanfic- არ დავუშვებ რომ შენ... - უბრალოდ მოკეტე ჯეონ ჯანქუქ. - თეჰიონ... მისკენ მივრბივარ და თავს მის ყელში ვრგავ, ის კი ხელებს ძლიერად მხვევს. - თეჰიონ მე... - მე მზად ვარ შენს გამო მოვკვდე ჯეონ ჯანქუქ. - მე კიდევ შენს გამო კიმ თეჰიონ.- ამბობს და ჩვენს ბ...