Us - James Bay
_______ჯონგუკი საწოლზე მოკუნტულ ბიჭს უყურებს, რომელსაც თავი რბილ ბალიშში აქვს ჩარგული და ტალღოვანი თმა, ერთმანეთში ახლართული. მისი სახე მშვიდია, რადგან სიზმრების სამოთხეშია.
როგორ შეუძლია... ასეთი ლამაზი იყოს?
შავგვრემანი ამაზე სიღრმისეულად იწყებს ფიქრს. საქმე იმაშია, რომ ჯიმინია ლამაზი? თუ ყველაფერი, რაც მას ეხება მშვენიერია?
მისი საყვარელი ჟესტები ან პატარა ,,მე".
-კვლავ მიმზერ, -ბუტბუტებს ჯიმინი და თვალებს ნაზად ახელს.
ჯონგუკი იღიმის, საწოლში ბრუნდება და ბიჭს აკვირდება, სანამ მისი ხელი უჭირავს, -როგორ გეძინა?
ამაზე ამთქნარებს და ზანტად ახამხამებს თვალებს, -უკეთესად ვარ, -ბუტბუტებს და უმცროსის ხელით იწყებს თამაშს, -კითხვა მაქვს. საიდან იცოდა ნამჯუნ ჰიონმა, რა გაეკეთებინა, შფოთვითი შემოტევის დროს?
ჯონგუკი ამაზე ქშინავს, -მისი მშობლები ექიმები არიან. ისიც იგივე მიმართულებით აპირებს წასვლას, როდესაც სამედიცინო სკოლას დაამთავრებს, -ამბობს ნაზად, მის ხელს ზემოთ სწევს და მოწყვეტით კოცნის.
ქერა, მის ჟესტს თვალს აყოლებს და წითლდება, -მართალია.
სიჩუმის ფონზე ჯონგუკი უფრო მეტად შფოთდება, იმის გამო, თუ რატომ ჰქონდა მას, მოულოდნელი შფოთვითი შემოტევა. დიდი ხანი გავიდა, ბოლო შემთხვევიდან და შესაძლოა, ეს რაიმეზე ფიქრმა გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ჯონი ძალიან ცნობისმოყვარეა, მასზე ზეწოლას ვერ მოახდენს. უნდა მოითმინოს.
ნება უნდა მისცეს, რომ მასთან თავად გაიხსნას.
-ჯონგუკ, -უეცრად ჩურჩულებს ჯიმინი და მძინარე თვალებს აპყრობს მას, -მე და იუნგი ერთად აღარ ვართ.
მომენტალურად სამყარო ჩერდება. შავგვრემანი მკერდის არეში აჟიოტაჟს გრძნობს და გული ეკუმშება. მისი გრძნობების მიუხედავად, ის მაინც მოხარული იყო, როდესაც მას, იუნგისთან ერთად ბედნიერს ხედავდა.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...