48

304 43 23
                                    

Love You To Love Me - Selena Gomez
__________

მთელი შაბათ-კვირა, ჯონგუკი ჯიმინის ინტენსიური ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. ის იღვიძებდა და საწოლში ჭამდა საუზმეს, წამლებს იღებდა ტკივილის შესამსუბუქებლად, უფლება ჰქონდა, რომ მთელი დღე ეძინა, სანამ პაკი თავის მშობლებს ოთახში შემოსვლისგან აკავებდა.

რამდენჯერმე უმცროსს ჯიმინის სააბაზანაში ან კარადაში მოუწია დამალვა, მისი მშობლებისგან, რომლებიც სხვა და სხვა დროს იჭრებოდნენ ოთახში, თუმცა ჯონი უკვე ცნობდა მათ ნაბიჯებს და ხვდებოდა, თუ როდის იყვნენ ოთახის კართან ახლოს.

ამ დროის განმავლობაში, ჯიმინი მას ყოველ დღე ამეცადინებდა, რადგან არ ჩამორჩენოდა მასალას. ხოლო იუნგი ყოველ ღამე მოდიოდა მის შესამოწმებლად, მათ ეხმარებოდა, შემდეგ კი მიდიოდა. არც მას და არც ჯიმინს უხსენებია არაფერი მის მეგობრებზე და ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ დატოვება ამჯობინეს. პაკმა შეამჩნია, რომ ჯონგუკს არც ერთი მესიჯი მიუღია მათგან.... სრულიად არაფერი.

გასაკვირიც არ არის, თუ რატომ სჯეროდა შავგვრემანს მუდამ იმის, რომ მათ არ ადარდებდათ ის და არც კამათობდნენ იმაზე, თუ რატომ არ იხსნებოდა ჯონი მათთან.... ის მათ ჯიმინზე უკეთ იცნობს, და იცის, რომ ყველაფერს მხოლოდ ერთი მესიჯი ,,კარგად ვარ" დასჭირდება და ისინი თავსაც აღარ შეიწუხებენ.

არც ჯიმინს და არც იუნგის მოსწონს ეს ფაქტი, რადგან ის აჩვენებს, თუ რამდენად არა რეალურები არიან ისინი, როდესაც საქმე მეგობრობას ეხება.

შაბათ-კვირამ ჯონგუკთან, წაბლისფერთმიანს საკუთარ თავზე და მათ ურთიერთობაზე დააფიქრდა. სულაც არ უნდა, რომ ჯონგუკის ბარგი იყოს, რომელიც ყველგან უნდა ატაროს და დაიცვას. მასაც უნდა უმცროსზე ზრუნვა და მისი დაცვა. ახლა, ის კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ არის, მხოლოდ მკურნალობის თავი აქვს, ამიტომ ამჯერად, ჯიმინი იქნება ის, ვინც ჯონგუკი მთელი წლის განმავლობაში მისთვის.

Broken Dollies •Jikook•Où les histoires vivent. Découvrez maintenant