სიმღერა ამ თავისთვის- 1-800-273-8255 by Logic ft Alessia Cara and Khalid
Warning: სუიციდის მცდელობა
____________
-ისინი დაიკარგნენ! მეღადავები? -იმედგაცრუებული ყვირის თეჰიონი.
ჯონგუკი საძაგლურად იცინის მეგობარზე.
-სულაც არ მიკვირს, -მისი ნათქვამი ქერას გამჭოლ მზერას იწვევს, როცა ჯგუფი სტადიონს შორდება.
-ფული მქონდა დადებული ჩვენი ჯგუფის მოგებაზე, -ზემოთ მართავს თეჰიონი ხელებს. ჰოსოკი მას მკლავებს ხვევს და თავისი აღშფოთებული შეყვარებულის დაწყნარებას ცდილობს. ამ სცენის შემხედვარე, ჯონგუკი ნაცნობ მარტოობას გრძნობს მკერდის არეში. მაგრამ მოულოდნელად ის ამ ყველაფერს გვერდით დებს და მეგობრებს უღიმის.
საბოლოოდ ისინი თეჰიონის სახლში წყვეტენ შეხვედრას და ერთმანეთს შორდებიან. ჯონგუკი თავის მანქანაში ჯდება და სკოლიდან სახლში მიდის ტანსაცმლის გამოსაცვლელად. ისინი წვეულებას აწყობენ, ამიტომ საუკეთესოდ უნდა გამოიყურებოდეს, როგორც ყოველთვის.
ის თავის მანქანაში უსაფრთხოდაა, ამიტომ ახლა მის გონებაში ფიქრების აჟიოტაჟია. ნაცნობი სიცარიელე. ამ წვეულებაზე წასვლის მიზეზი, ვინმესთან საწოლის შესაძლებლობაა. იქნებ საბოლოოდ თავი შეყვარებულად იგრძნოს, რადგან ყველა დანარჩენი გრძნობა გაქრეს.
ან იგრძნოს, რომ ვიღაცისთვის რაღაცას მაინც ნიშნავს.
ხელებით თმებს უკან იწევს და მძიმედ ოხრავს. ხიდს კვეთს, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არც აქცევს. მოულოდნელად რაღაცას ამჩნევს მოაჯირთან. ის თვალებს აწვრილებს, მოაჯირის მეორე მხარეს მდგომი ადამიანის დასანახად.
ის....
უცბად ხიდთან ახლოს ჩერდება, მანქანიდან გადმოდის და აღელვებული ბიჭისაკენ გარბის.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...