42

302 50 29
                                    

Angel by the Wings - Sia
_____

ექვსი სხეული მაშინვე კედელს ქმნის შეშინებული, პატარა ბიჭის წინ, როდესაც ცარიელ დერეფანში, მათი მიმართულებით ამაყად მიმავალ დამიენს ამჩნევენ. მის გარშემო ნაცნობი დომინანტური აურა ტრიალებს; ჯიმინს იმ დონემდე აშინებს ეს ყველაფერი, რომ ჯონგუკის უკან იკუნტება და ერთი ხელით თავის მაისურს, ხოლო მეორეთი იუნგის ჯემპრს ეჭიდება.

ის ამას ვერ შეძლებს.

ის დამიენს წინ ვერ აღუდგება.

ნებისმიერმა გააკეთოს ეს, ოღონდ მან არა. ჯერ კიდევ ძალიან ადრეა.

-გაიწიე, დამიენ, -ლაპარაკს ნამჯუნი იწყებს, მისი ხმა ჩუმი, ხოლო მზერა ძალიან ცივია, -ჯიმინი ჩვენთან არის, ამიტომ რაიმე ბინძურის ჩადენა არც კი გაბედო.

ბიჭი თავმომწონედ იღიმის, მკვლელი მზერით სახეზე, როდესაც მისი მზერა პაკის შეშინებულ თვალებს ხვდება, -შენს თავს შეხედე პატარა წარმართო, ექვსი დაცვა გყავს... თუ ექვსი ძუკნა, ჰა?

ჯონგუკი ერთ ნაბიჯს დგავს და მისთვის დასარტყმელად ემზადება, თუმცა ჩერდება, როდესაც ჯიმინი მაისურზე ნაზად ექაჩება, -ჯიმინის მიმართ პატივის ცემა გამოიჩინე, ნაბიჭვარო! მოშორდი აქედან, თორემ ყველაფერი მართლა ცუდად წაგივა.

მასში შიში უფრო იმატებს, როდესაც დამიენის მუქი ფერის თვალები სიბოროტით ივსება. ეს მზერა, მისთვის ძალიან ნაცნობია.

ყველაფერი გაუარესდება.

-ოჰ? პატარა მსუქან ჩიმის შეყვარებული ყავს? -ამბობს და დამცინავი მზერით აკვირდება წყვილს, -როგორც მახსოვს, ის შენი წიგნის წინააღმდეგი იყო, ჰმ?

ამ სიტყვების გამო, სოკჯინს მასთან შეპასუხების სურვილი უჩნდებს.

ნამდვილად არ სურს, რომ კიდევ ერთხელ ჩაუაროს წარსულის მომენტებმა თვალწინ.

ის აღარ აპირებს გაჩუმებას.

-ბიბლია არასდროს ყოფილა სპეციფიკური, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა გეობა ცოდვა, -უკმეხად პასუხობს და სხეული ნოსტალგიით ევსება.

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now