50

288 38 22
                                    

Spring Day - BTS
_______

დღეები ბუნდოვნად გადის.

უკვე ოთხი კვირა გავიდა.

ჯონგუკი სახლში ჯერ არ დაბრუნებულა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მშობლებმა ბევრჯერ სცადეს მისი მოძებნა, თუმცა ის უბრალოდ აიგნორებს მათ ზარებს და ერთ მესიჯს უგზავნის, სადაც ამბობს, რომ გარეთ არის გასული, როდესაც პოლიციაში დარეკვით ემუქრებიან. მთელი ეს დრო, იუნგისთან რჩება და მას ფინანსურ საკითხებში ეხმარება, როგორიცაა: ბინის გადასახადი და საჭმელი, მიუხედავად იმისა, რომ ვერცხლისფერთმიანმა უარი უთხრა. ის ჯერ კიდევ არ არის მათთან პირისპირ შესახვედრად მზად, მიუხედავად იმისა, რომ იცის, სამუდამოდ იუნგისთან ვერ დარჩება და ერთ დღეს მოუწევს, თავისი დემონებისთვის თვალის გასწორება.

ასევე, ბინას ეძებს, მისთვის და ჯიმინისთვის, რადგან, სკოლის დამთავრებისას, იმ უშნო რეალობისგან შეძლონ თავის დაღწევა, სადაც დაძალებით ცხოვრობენ. მან იპოვა ბინა, რომელიც ერთ-ერთი განსახილველი ვარიანტია, თუმცა, ფასი ძალიან მაღალი აღმოჩნდა, ამიტომ დღემდე განაგრძობს ძებნას ან ნახავს, თუ გასწვდება მის გადასახადებს.

რაც შეეხება მის ურთიერთობას ჯიმინთან, ის უფრო გაძლიერდა, ვიდრე ოდესმე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალური სტატუსი არ აქვთ. მათი ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, ფსიქოლოგიური კომსულტაციების ძებნაც დაიწყეს, რომელიც ამჟამინდელი მდგომარეობის დაძლევაში დაეხმარება, როგორიცაა; დეპრესია და სუიციდური ფიქრები. მას შემდეგ, რაც კეთილ დოქტორ პაკ სოჯუნს შეხვდნენ, აღმოაჩინეს, რომ უფრო ეფექტურად და ყველანაირი დაზიანებების გარეშეც შეუძლიათ პრობლემების მოგვარება.

ამის მერე, თვითმკვლელობა აღარ უცდიათ და არც უფიქრიათ ამაზე.

თეჰიონთან დაშორების შემდეგ, სკოლელები აღარ აწუხებენ, პირიქით - პატივის სცემენ და საკუთარ სივრცეს აძლევენ. თავიდან, თაი ისევ აწუხებდა პაკს თავის მეგობრებთან ერთად, თუმცა, ცემის მცდელობის გამო, სანამ ჯონგუკი კლასში არ იყო, დამიენი სიკვდილით დაემუქრა, ამის შემდეგ კი, ბიჭს აღარც დალაპარაკებია. რადგან დამიენი და ჯიმინი რამდენიმე კლასს ერთად იზიარებენ, წაბლისფერთმიანი მას ჩამორჩენილ საგნებში ამეცადინებდა. ეს, ჯიმინისთვის ნერვების განადგურების ტოლფასი იყო, რადგან დამიენი კვლავ მისი 'ბულერია', მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე მისი დაცვა სცადა, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ, წაბლისფერთმიანმა ისეთი რაღაც აღმოაჩინა მასში, რაც ნერვებს ოდნავ უწყნარებდა; მისი მშობლები მკაცრი ათეისტები არიან, და რელიგიური თვალსაზრისით ძალიან უხეშნი. ზუსტად ამიტომ სძულსა ყველა რელიგიური ადამიანი და ეს იყო იმის მიზეზი, თუ რატომ ვერ შეეწყო ჯიმინს თავიდანვე.

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now