Power Over Me - Dermot Kennedy
Warning: საკუთარი თავის დაზიანება
______________
ჯონგუკი გრძნობს, რომ მთელი მისი ცხოვრება იმსხვრევა.
სიცილის და საუბრის ხმა ბუნდოვნად ჩაესმის ყურში. თითქოს, აქ არის, თუმცა ამავე დროს არ არის.
თითქოს ცოცხალია, მაგრამ შინაგანად მკვდარია.
მისი მთელი ყურადღება ჯიმინზეა. ყველაფერს რასაც აკეთებს ან ამბობს, ჯონგუკის ყურადღებას იქცევს. ის იუნგისთან ერთად ზის და ამ ორს შორის ქიმია იმდენად აშკარაა, რომ ადამიანსაც კი დააბრმავებს. უკვე სამი საათი გავიდა მისი მოსვლიდან და შავგვრემანი მასთან ლაპარაკის სურვილს უკვე დიდი ხანია ებრძვის, მიუხედავად იმისა, რომ უფროსმა პირველად მოსვლისას მას ოდნავ გაუღიმა. ტკივილის გადასაფარად, ჯონი ოთხ ჭიქა არაყს სვავს, თუმცა მისი სიფხიზლით კვლავ უკმაყოფილოა. მის გარშემო, ჯიმინის გარდა, ყველა ოდნავ ნასვამია. იუნგი ოდნავ უფრო მთვრალია, თუმცა მაინც არ ავიწყდება მისი შეყვარებულის მიმართ პატივისცემა.
და ამ ყველაფერში არის რაღაც, რასაც შავგვრემანი ამჩნევს და არყის მთელი ბოთლის დაცლა უნდება.
იუნგი ჯიმინს აცინებს.
თანაც ძალიან.
და მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მადლიერია, ოდნავ მაინც ბრაზდება.
შესაძლოა, გულის სიღრმეში ძალიან გაბრაზებულიცაა.
აბრაზებს ის ფაქტი, რომ ის უფროსის გვერდით არაა, რადგან ნახოს, თუ როგორ იცინის ან იღიმის და მისი დღის შესახებ უყვება.
უბრალოდ, მასთან ახლოს ყოფნაც დააკმაყოფილებდა.
ჯონგუკი სხეულის ყველა ბოჭკოს ებრძვის, რომ მყარად დადგეს.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...