41

323 48 50
                                    

Everything I Wanted - Billie Eilish

________

ჯიმინი ჯონგუკის მანქანაში ზის და ნერვიულად იჭამს ქვედა ტუჩს, როდესაც სკოლის შენობას აშტერდება მის წინ.

არ იცის, თუ რა სახის ყურადღებას მიიქცევს დღეს და მგონი საერთოდ არ არის მზად, ამისთვის თვალის გასასწორებლად. ვერ ხვდება, რა დაემართა, როდესაც ჯონგუკს ამის გაკეთება შესთავაზა, თუმცა დროს უკან ვეღარ დააბრუნებს.

-თავს ცუდად გრძნობ? -ეკითხება შავგვრემანი და აღელვებული მზერა, სკოლიდან მასზე გადააქვს, -შეგვიძლია უკან დავბრუნდეთ.

-არა, ყველაფერი კარგადაა, -ღრმად ოხრავს და თავის ტანსაცმელს აკვირდება, -მოდი, უბრალოდ, დავასრულოთ ამაზე ლაპარაკი.

ძირს გადააქვს მზერა, როდესაც ჯონგუკის მხარეს გადადის და მის კალთაში თავსდება.

ის ძალიან ლამაზია.

დღეს, მან განსხვავებულად გადაწყვიტა ჩაცმა. თავისი ყოველდღიური ჩაცმულობა, მოტკეცილი შარვლით და მასზე შავი ქამრით ჩაანაცვლა. შარვალი, მის წვრილ წელს მჭიდროდ ებჯინება, დაკუნთულ ფეხებს კარგად გამოკვეთს და იმაზე უფრო გრძელს აჩენს, ვიდრე არის. ხოლო მისი ჟილეტი და პერანგი შავი მაისურით შეცვალა. დავარცხნილი თმა შუაზე გაიყო, მისი ნაკვთების უკეთესად გამოსაკვეთად. ჩვეულებრივი ფეხსაცმლის ნაცვლად, ბათინკები ჩაიცვა და მისი ჩაცმულობა ყურზე პატარა მრგვალმა საყურეებმა და გრძელმა ყელსაბამმა დაასრულა, ზემოდან ლამაზი ბუმბულით.

ჯონგუკის პენისი გამაგრებას იწყებს.

სიმშვიდე, მან სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

სამწუხაროდ, ის ვერ აკონტროლებს თავის სურვილებს და ბიჭს ლოყაზე კოცნის, რაზეც ის წითლდება და შავგვრემანს გაკვირვებული თვალებით აკვირდება. ისინი არ არიან იმდენად გახსნილები, როდესაც საქმე საზოგადოებას ეხება, განსაკუთრებით ჯიმინის გამო, რადგან ხალხი ადვილად ამოიღებს მას მიზანში, ისე როგორც გეის და ეკლესიის ბიჭს.

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now