58

212 32 20
                                    

Iridescent - Linkin Park
_______

ყველაფერი სტკივა.

მკერდი, სხეული... სული.

განადგურებულია შინაგანად.

სახლში შებიჯების თანავე მუხლებზე ეცემა, ხელის მტევნებს ერთმანეთთან ატყუპებს და ჩუმად ტირილთან ერთად ლოცვას იწყებს, რომ მთელი მისი ემოცია ამ ცივ, მყარ ხის იატაკზე არ გადმოანთხიოს.

ვერაფერს გრძნობს. არ უნდა რომ ასე იყოს, თუმცა ამას ვერ აკონტროლებს.

-მომიტევე, მამა, ცოდვის ჩადენისთვის, -მოთქვავს აკანკალებული ჯიმინი, რომელიც ტირილს ძლივს იკავებს, ფეხის ხმის გაგონებისას, -დღეს ვნახე ის და კინაღამ რაღაც ვიგრძენი. გეთანხმები, ნამდვილად საზიზღარი ვარ. მაპატიე, ვეცადე, მაგრამ ისევ მიყვარს!

კვლავ იატაკზე განაგრძობს ტირილს, თუმცა მამამისი წელზე ეჭიდება, ხელების დახმარებით ფეხზე აყენებს და სადღაც მიჰყავს. ბიჭი შეხებაზე უფრო ძლიერად იწყებს გოდებას.

-არ მინდა ცოდვის ჩადენა. ის შემეხო. მისი... მისი შეხება ახლაც ძალიან მტკენს. ვერა... ვერ ვგრძნობ-

და მოულოდნელად ის სრულიად წყალში ეფლობა. სხეული მთლიანად უსველდება და, როდესაც აუზის ზედაპირს აღწევს, ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ძლიერად იწყებს ხველებას.

წმინდა წყლის აუზი სარდაფში. ის კვლავ ნაცნობ ადგილს დაბრუნდა.

ოჰ არა...

-ეს დემონი კვლავ შენშია. აუცილებლად უფრო მეტი პროცედურა უნდა ჩავატაროთ, - ჩუმად ამბობს. წაბლისფერთმიანი უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და აუზის კიდემდე მიცურავს.

-არა, მამა, არა. უკეთესად ვარ, გეფიცები. აღარაფერს ვიგრძნობ-

ბატონი პაკი მის გასაჩუმებლად ხელს მაღლა წევს, -შენს ოთახში წადი, გამოიცვალე, შენი მანტია ჩაიცვი და დაბლა ჩამოდი. ჩვენი ძმები და დები მალე აქ იქნებიან, ამიტომ მარტოობის არ შეგეშინდეს, -ამბობს, ბეტონზე ჯდება და შვილს აკვირდება, -ჯონგუკი შენი ცხოვრების პარაზიტია, და ღმერთის თვალში უღირსი გამოჩნდები, თუ მის სიყვარულს განაგრძობ. გინდა ეს?

Broken Dollies •Jikook•Where stories live. Discover now