Say It First - Sam Smith
_________-ბოდიში, რა? ჩემმა გონებამ მოულოდნელად მუშაობა შეწყვიტა, როდესაც სიტყვა 'თვალთვალი' გავიგონე.
ჯიმინი თვალებს აბრიალებს, ვაშლის გარეცხვისას, -კი, ვიღაც მითვალთვალებს სკოლის მერე, ცეკვაზე წასვლისას. თავიდან, რამდენჯერმე ვიფიქრე, რომ უბრალოდ მეჩვენებოდა, თუმცა დღეს თვალი მოვკარი მას. სახე ვერ თავინახე, მაგრამ კარის გარეთ მისი ფიგურა შევამჩნიე.
უფროსს შეუძლია ბევრი რამ იყოს: გულუბრყვილო, მეამიტი, ხანდახან დაუჯერებლად სულელი, თუმცა ზუსტად იცის როდის უყურებენ; მით უმეტეს, რომ ხშირად იმას საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, ვინც აშტერდება. ეს საშინელი გრძნობაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ იცი ვინ არის ის ადამიანი. პირველად მან კართან მდგომი ფიგურა, ცეკვისას შენიშნა. შეწყვიტა ცეკვა? არა. შეეშინდა, რომ თუ გაჩერდებოდა, ის ადამიანი პირდაპირ შიგნით შეიჭრებოდა და რაღაცას მოიმოქმედებდა. წასვლისთვის ძალიან ადრე იყო. ასე რომ, მან ჩვეულებრივ დრომდე განაგრძო ვარჯიში და იდუმალმა ფიგურამ მის წასვლამდე დატოვა იქაურობა.
ეს ძალიან უსიამივნო გრძნობაა, ამიტომ ამან ბიჭი ოდნავ ააღელვა. თუმცა, მას არ ეშინია. რაიმეს გაკეთება რომ სდომოდა, ამდენი წლის განმავლობაში გააკეთებდა.
ჯონგუკი უფროსის წინ დგება და მის ლოყებს ნაზად იქცევს ხელში, -კარგად ხარ? დაგელაპარაკა? რაიმე გატკინა?
წაბლისფერთმიანი ქვედა ტუჩს გაბუტულივით ზნექს, წინ იწევა და შავგვრემანს მანუგეშებლად კოცნის ტუჩებში, -როგორც ხედავ, ცოცხალი ვარ, ხომ? შემდეგში წავალ და აუცილებლად დაველაპარაკები.
-შემდეგი აღარ იქნება, რადგან ვიპოვი მას და მაგრად ვცემ.
რა თქმა უნდა, ის ამის გამკეთებელია.
უფროსს მის დამცველობით უნარზე ეღიმება, ვაშლს კბეჩს და ღეჭვისას ლოყები ებერება, -იღბლიანი ხარ, რომ ჩემი მშობლები ახლა აქ არ არიან. მაშინვე შენს სიტყვებს წყევლად ჩათვლიდნებ.
YOU ARE READING
Broken Dollies •Jikook•
Romanceჯიმინი არის მეამიტი თინეიჯერი, რომელიც ისე სწავლობს, თითქოს მთელი მისი სიცოცხლე ამაზე იყოს დამოკიდებული. არანაირი სოციალური ცხოვრება, მშობლების მიერ ძალიან რელიგიურად აღზრდილი. ჯონგუკი კი იდეალური პოპულარული ბიჭი, სიმპათიური და ყველასგან საქებარი, მ...